გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ანდრო ასლანიშვილს და უწყების თანამშრომლებს შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 14 ივნისიდან, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.
შეხვედრაზე მინისტრმა სააგენტოს ხელმძღვანელისგან უწყების მუშაობის სპეციფიკის, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
„მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ყველა ახალ ინიციატივას, რაც გააუმჯობესებს სააგენტოს საქმიანობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც სააგენტოს გამართული ფუნქციონირება, მომსახურების მაღალი სტანდარტის სისტემა, ასევე, თანამშრომლების საჭიროებების დაკმაყოფილება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
ინფორმაციას მინისტრი დავით სონღულაშვილი სსიპ მინერალური რესურსების სამინისტრო ავრცელებს