​ენერგეტიკული აღმშენებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ჩვენი მიზანია, დღევანდელი დაახლოებით 4800 მეგავატიდან, ჩვენი ელექტროენერგიის გენერაცია გავზარდოთ 11 500 მეგავატამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის ათწლიანი გეგმა, თუმცა გაორმაგება უკვე დაგეგმილია 5-6-წლიან პერიოდში. 

„ეს ითვალისწინებს, მათ შორის, მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასაც, თქვენ იცით, რომ არის ასეთი 4 მსხვილი პროექტი და ამაზე აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო.  რაც შეეხება, რა ფორმით იქნება დაფინანსებული ეს პროექტები, სხვადასხვა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სახელმწიფო შეიძლება შევიდეს კონკრეტული ფორმით, როგორც თანადამფინანსებელი, შეიძლება მთლიანი ინვესტიციით განხორციელდეს, ეს იქნება კონკრეტულ მოლაპარაკებებზე დამოკიდებული“, - განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს