დღეიდან, 16 ნოემბრიდან, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტზე 450 ლარის მოსაკრებელი ამოქმედდა. შესაბამისად, მისი რეექსპორტის გაფორმების ოპერაცია 1050 ლარი დაჯდება.
შემოსავლების სამსახურის დადგენილებით, “სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტში (გარდა დროებით შემოტანის პროცედურის შემდეგ რეექსპორტისა) გაფორმებაზე დაწესებულ იქნა მომსახურების საფასური, 1 ავტომობილზე 450 ლარის ოდენობით”.
აქამდე, რეექსპორტის ოპერაციის მოსაკრებელი 600 ლარი ღირდა, რომლის გადახდა ხდებოდა შსს მომსახურების სააგენტოში. აღნიშნულ თანხას ახლა უკვე 450 ლარი დაემატა.