საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი სომხეთში, ყველაზე დაბალი კი აზერბაიჯანშია. Numbeo-ს მონაცემებით, საქართველო რეიტინგში 124 ქვეყანას შორის 81-ე ადგილზეა.

უფრო კონკრეტულად, საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში ბენზინის საშუალო ფასები ასე გამოყურება:

  • აზერბაიჯანი - 67 ცენტი (110-ე ადგილი);
  • რუსეთი - 75 ცენტი (107-ე ადგილი);
  • საქართველო - 1.13 დოლარი (81-ე ადგილი);
  • თურქეთი - 1.21 დოლარი (76-ე ადგილი);
  • სომხეთი - 1.37 დოლარი (57-ე ადგილი).

ამავე მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ბენზინის ფასები ყველაზე მაღალია ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე დაბალი ლიბიაში. კერძოდ 5 ქვეყანა, სადაც 1 ლიტრი ბენზინის ფასი ყველაზე მაღალია, ასე გამოყურება:

  • ჰონგ-კონგი 3.08 დოლარი;
  • ისლანდია - 2.44 დოლარი;
  • სინგაპური - 2.22 დოლარი;
  • ნიდერლანდები - 2.21 დოლარი;
  • შვეიცარია - 2.20 დოლარი.

იმ ქვეყნების ხუთეული კი, სადაც ბენზინის ფასი ყველაზე დაბალია, ასეთია:

  • ლიბია - 3 ცენტი;
  • ეგვიპტე - 32 ცენტი;
  • ქუვეითი - 35 ცენტი;
  • ალჟირი - 35 ცენტი;
  • ყაზახეთი - 48 ცენტი.

bpn.ge