2025 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 3%-ით 14.9 მლრდ კვტ.სთ-მდე გაიზარდა. მოხმარებისგან განსხვავებით შარშან დენის გამომუშავება შემცირდა. ჯამში დაახლოებით 13.8 მლრდ კვტ.სთ გამოიმუშავა ქვეყნის ელექტროსისტემამ, რაც თითქმის 3%-იანი კლებაა 2024 წელთან შედარებით.
შარშან თბოსადგურებმა დაახლოებით 2.8 მლრდ კვტ,სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, 11 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა ჰესებმა.
2024 წელთან შედარებით ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება, რომელიც საქართველოში ელექტროენერგიის მიღების მთავარი წყაროა, 3%-ით არის შემცირებული. საქართველოს ენერგოსისტემაში მცირე ზომის ქარისა და მზის სადგურებიც არის ჩართული.
2025 წელს ერთადერთი ქარის სადგურის გამომუშავება 79 მლნ კვტ.სთ იყო, ხოლო შარშან დამატებული მზის სადგურის გამომუშავება 4,57 მლნ კვტ.სთ შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ქართლის ქარის ელექტროსადგური სიმძლავრე მცირე, 21 მეგავატია და მისი წილი ენერგეტიკულ სისტემაში როგორ წესი, დაბალია. ქარის სადგურის გამომუშავება საშუალოდ 80 მლნ კვტ.სთ შეადგენს წლიურად. მზის სადგურები კი სისტემას შარშან აგვისტოში დაემატა.