2023 წლის განმავლობაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უცხო ქვეყნებიდან, როგორც სამთავრობო უწყებებიდან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან 11,9 მლნ ლარი გრანტი მიიღო. 

ხოლო კრედიტის სახით უწყებას 2023 წელს 1,3 მლრდ ლარი აქვს აღებული. 

ეს მონაცემები სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია მოცემული, რომელიც სამინისტროს მიერ 2023 წლის IV კვარტალის ხარჯებს ასახავს.