Wolt-ი პარტნიორებს ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის ახალ პროდუქტს - Wolt Ads-ს სთავაზობს.

ახალი სარეკლამო სერვისი, რომელიც ვოლტმა 27 ბაზარზე დანერგა, მიზნად ისახავს, სავაჭრო პარტნიორების ხელშეწყობას, გაზარდონ ცნობადობა, რაც მათ გაყიდვების ზრდისა და ბიზნესის გაფართოების საშუალებას მისცემს.

„მოხარულები ვართ, წარვუდგინოთ Wolt Ads-ი ჩვენს პარტნიორებს. ბოლო თვეების განმავლობაში დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ჩვენს პარტნიორებს გაყიდვები მნიშვნელოვნად გაეზარდათ, სარეკლამო ხარჯები კი შეუმცირდათ. იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ ამ პროექტის საწყის ეტაპზე ვიმყოფებით, პირველადი შედეგები და ჩვენი პარტნიორების პოზიტიური გამოხმაურება გვარწმუნებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ“, - აცხადებს Wolt Ads-ის გლობალური ხელმძღვანელი კატალინა სალაზარი.

დღეისათვის Wolt-ს 27 ბაზარზე 500-ზე მეტ ქალაქში 36 მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.

Wolt Ads-ის მიზანია საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს დაეხმაროს ელექტრონულ კომერციაში ჰქონდეთ სწორი პოზიციონირება და კონკრეტულ ინსაითებზე დაყრდნობით დაეხმაროს გაყიდვების ზრდაში.

Wolt Ads-ის სერვისები მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, როგორიც არის, გაყიდვების ზრდა, ახალი პროდუქტის პრეზენტაცია, ნახვების დაგენერირება და ასე შემდეგ.

ბრენდის მიზნის მიხედვით ჩვენ ვგეგმავთ კამპანიებს, რომლებიც არის გაზომვადი და რომლის უკანაც დგას კონკრეტული ლოგიკა.

დღეს თითოეული ბრენდის მიზანია რომ რაც შეიძლება გააფართოოს გაყიდვების არეალი და გაამარტივოს მომხმარებლის წვდომა ბრენდის პროდუქტებზე,

wolt ads-ის მეშვეობით ბრენდებს აქვთ საშუალება მომხმარებელს შესთავაზონ თავიანთი პროდუქტი ზუსტად იმ მომენტში როდესაც მომხმარებელი შესყიდვის გადაწყვეტილებას იღებს.

„Wolt Ads-ი ჩვენს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ ახალი ობიექტები და აქტუალური შეთავაზებები. ჩვენი სურვილია, რეკლამა იყოს ორმხრივად მომგებიანი და ვოლტი - კიდევ უფრო სასარგებლო პლატფორმა პარტნიორებისათვის“, - აცხადებს Wolt Ads-ის გლობალური ხელმძღვანელი.

Wolt-ი სპეციალური სარეკლამო შეთავაზება განკუთვნილია, როგორც ლოკალური სავაჭრო პარტნიორებისთვის (Wolt Ads for Merchants), ისე მსხვილი საერთაშორისო ბრენდებისთვის (Wolt Ads for Brands).

Wolt Ads for Merchants ფოკუსირებულია Wolt-ის 140 000-ზე მეტი სავაჭრო პარტნიორის მომსახურებაზე Wolt-ის ბაზრებზე, რომელთაგან 86% მცირე ბრენდია. ახალი სარეკლამო პროდუქტი ხელს შეუწყობს მათი ხილვადობის გაზრდას სხვადასხვა გზით, მათ შორისაა სპეციალური პოზიციები ძებნისას, მაღაზიებისა თუ რესტორნების განყოფილებებსა და Discovery-ს გვერდზე. მერჩანტებს შეუძლიათ, თავად აკონტროლონ საკუთარი რეკლამები Wolt-ის მერჩანტებისთვის განკუთვნილი პლატფორმის მეშვეობით. მერჩანტები Wolt Ads-ის საფასურს გადაიხდიან მხოლოდ მაშინ, როდესაც მომხმარებელი რეალურ  შენაძენს გააკეთებს და არ ჩამოეჭრებათ საფასური ნახვების მიხედვით.

Wolt Ads for Brands განკუთვნილია Wolt-ის პარტნიორი მსხვილი საერთაშორისო ბრენდებისთვის და მათ სთავაზობს გაზრდილ ხილვადობას როგორც აპლიკაციაში, ასევე - ოფლაინში. ბრენდებისთვის განკუთვნილი სარეკლამო შეთავაზება მოიცავს ბანერებს, პროდუქციის ჩამონათვალში დაფინანსებულ განთავსებას, სპეციალურ შეფუთვას, ბრენდირებულ ჩანთებს და სხვა.

„ჩვენ გვსურს, საუკეთესო სერვისით ხელი შევუწყოთ ყველა სახის ბიზნესის განვითარებას, მცირე ზომის ადგილობრივი პარტნიორებიდან - მსხვილ საერთაშორისო ბრენდებამდე. ეს ამბიციური მიზანია და ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ“, - აცხადებს სალაზარი.

Wolt Ads სერვისი უკვე ხელმისაწვდომია იმ ქვეყნების უმეტესობაში, სადაც Wolt-ი ოპერირებს, მათ შორის საქართველო.