სადაზღვევო კომპანიავაიზერმა”, საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან ერთად ტურისტული სექტორის კომპანიებს სამოგზაურო დაზღვევის ახალი პლატფორმა წარუდგინა.

17 თებერვალს სასტუმროარტიზან დიზაინჰოტელშიგამართულ შეხვედრას საქართველოს 100-მდე კერძო ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

სადაზღვევო კომპანიავაიზერისსამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ სოფიო ლებანიძემ და გენერალურმა დირექტორმა მაია კალანდაძემ სტუმრებს სპეციალურად ტურიზმის სექტორის კომპანიებისთვის პოლისების მართვის ახალი პლატფორმა წარუდგინეს.

2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულო გახდა უცხოელი ვიზიტორების ჯანმრთელობის დაზღვევა. ცოტა ხნისწინ, სადაზღვევო კომპანიავაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემომრანდუმი გაფორმდა, რაც საშუალებას იძლევა ვიზიტორებს გაცილებით მაღალი ხარისხის პროდუქტი შევთავაზოთ ოპერატიულად და სწრაფად”-განაცხადა მაია კალანდაძემ.

აქართველოს ტურიზმის სექტორის კომპანიებს წარვუდგინეთ პოლისების მართვის ახალი პლატფორმა, რომელიც გათვლილია როგორც შემომსვლელი, ასევე გამსვლელი ტურისტების მომსახურებაზე. პლატფორმა საშუალებას იძლევა ყველა ტურისტმა ისარგებლოს ვაიზერისისეთივე მაღალი ხარისხის და ოპერატიული ჯანმრთელობის სერვისებით, როგორც საქართველოს 100 ათასზე მეტმა დაზღვეულმა 16 წლის მანძილზე. მარტივი, სწრაფი და ციფრული სერვისი საქართველოს ტურისტულ კომპანიებს დაეხმარება ტურისტებშესთავაზონ მაღალი ხარისხის სადაზღვევო პროდუქტი, საქართველოს ლიდერი სამედიცინო ჰოლდინგის PSP ჯგუფის წევრი კომპანივაიზერისგან - განაცხადა სოფიო ლებანიძემ.

საქართველოს ტურიზმის ასოციაციასა და სადაზღვევო კომპანიავაზიერსშორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ამ ორ სექტორს შორის ორმხრივად საინტერესო პროექტების შექმნას და განითარების ხელშეწყობას ემსახურება. ახალი ციფრული პლატფორმა სპეციალურად ტურისტული კომპანიებისთვის შეიქმნა, რაც თავის მხრივ მათ საქმიანობასაც უფრო სწრაფს და ოპერატიულს გახდის. დღეს პირველი ასეთი პროდუქტის წარდგენა მოხდა და სასიამოვნოა, რომ ტურიზმის სექტორის დიდი ინტერესი გამოიწვია” - განაცხადა ნატალია კვაჭანტირაძემ, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თამჯდომარემ.

შეხვედრის დამსწრე სტუმრებ საშუალება მიეცათ სასტუმრორტიზან დიზაინ ჰოტელისგანსაკუთრებულ შეთავაზებით იაკობ ნიკოლაძის მუზეუმი დაეთვალიერებინათ.

სადაზღვევო კომპანიავაიზერ, საქართველოსტურიზმის ასოციაცითან ერთად, ტურიზმის სექტორის გაძლიერებისთვის ბევრი საინტერესო პროდუქტის წარდგენასა და აქტივობ გეგმავს.