თიბისიმ სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა.  QR-ით გადახდისას, მომხმარებელს პროცესშივე, მარტივად შეეძლება საკუთარი შეკვეთის შემოწმება და შეკვეთის თანხისა და თიფის სასურველი ოდენობის დატოვება უნაღდო ანგარიშსწორებით.

QR-ით ანგარიშის გადახდა, კარგად აპრობირებული მეთოდია უცხოეთში, საქართველოში კი თიბისი არის პირველი, ვინც ჰორეკა სექტორში ჩართულ ბიზნესს ამ სერვისით სარგებლობას სთავაზობს.

პროცესი მარტივია: QR-ები განთავსებულია კვების ობიექტებში მაგიდებსა თუ გადახდის აპარატებთან. როგორც კი მომსახურე პერსონალი გააფორმებს  შეკვეთას, მომხმარებელი მყისიერად შეძლებს საკუთარი შეკვეთის ნახვას, თიფის დატოვებასა და ლოდინის გარეშე ანგარიშსწორებას ნებისმიერი Visa ან Mastercard ბარათით, როგორც ქართული ასევე უცხოური. გადახდა შესაძლებელია როგორც Google და Apple pay-ს მეშვეობით, ასევე ბარათის მონაცემების შეყვანით ან თიბისის მობაილ ბანკით.

QR-ით გადახდა ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურენებზე. ამ სიახლის დანერგვით რესტორნები მიიღებენ მარტივ ანგარიშსწორებას, გააუმჯობესებნ მომხმარებლის გამოცდილებას, დაზოგავენ თანამშრომლების რესურსებს და გამოიმუშავებენთიფების მეტ შესაძლებლობას. ბიზნესს გადახდებისკონტროლი და რეპორტინგი შესაძლებლობა ექნებათ,როგორც ბიზნესმართვის სისტემაში ასევე თიბისისგადახდების სივრცეში - TBCPayments.ge. ყველა ტრანზაქცია ავტომატურად და მყისიერად აისახებასარესტორნო ბიზნესის მართვის პროგრამაში.

მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა რომ, აღნიშნული პროდუქტი ზრდის თიფების რაოდენობას, რადგან გადახდისდასრულებამდე მომხმარებელს QR სისტემა თავაზობს თიფის დატოვებას შეკვეთის 5%, 10% ან 15%-ის ოდენობით და ასევე სასურველი თანხის მითითებით. თიბისიში თიფების მიღება უფასოა- ტრანზაქციის საკომისიშეადგენს 0%.

ამას გარდა, ეს იქნება უშეცდომო ანგარიშსწორება, რომელიც სრულად გამორიცხავს მომსახურე პერსონალისმანუალურ შეცდომას, ტერმინალზე შეცდომით თანხისაკრეფას და გადახდას.