„თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის მე-13 ფორუმის მხარდამჭერია - კომპანია ღონისძიების ოქროს სპონსორი გახდა. ორწლიანი პაუზის შემდეგ ფორუმი სწორედ კერძო სექტორის მხარდაჭერით განახლდა. ღონისძიება სოციალურ საწარმოთა ალიანსმა (SEA) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) გამართეს. ფორუმის ფარგლებში გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, „წლის სოციალური საწარმოს“ ტიტული „მეგობარს“ მიენიჭა. ზუგდიდში მოქმედი სოციალური საწარმო ახალგაზრდების გაძლიერებას, მათთვის საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნასა და დასაქმების ხელშეწყობას ემსახურება.

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR კოორდინატორი: „სოციალურიმეწარმეები უკვე მრავალი წელია, „თეგეტას“ პარტნიორები არიან. მათთან ჩვენი თანამშრომლობა სამმიმართულებას მოიცავს - პასუხისმგებლობიან შესყიდვებს, ერთობლივ პროექტებსა და ჩვენითანამშრომლების პრო ბონოექსპერტიზას. საზოგადოებისმხარდაჭერა ჩვენი კორპორაციულიპასუხისმგებლობის ნაწილია, სოციალურ მეწარმეებთანპარტნიორობით კი ამას მდგრადადდა გრძელვადიანად ვაკეთებთ. ესორგანიზაციები ასაქმებენ ქალებს, ზრუნავენ სხვადასხვა საჭიროებისმქონე ბავშვებზე და საკუთარისაქმიანობით არაერთსაზოგადოებრივ პრობლემასაგვარებენ.
ფორუმი მთლიან ეკოსისტემას ერთსივრცეში აერთიანებს. აქ განიხილებასოციალური მეწარმეებისსაჭიროებები, გამოწვევები დათანამშრომლობის გაგრძელებისგზები. მოხარულები ვართ, რომფორუმი ამჯერად უშუალოდბიზნესსექტორის მხარდაჭერითდაორგანიზდა. იმედი გვაქვს, ესპრაქტიკა სამომავლოდაცგაგრძელდება და სოციალურიმეწარმეებისთვის განვითარების ახალეტაპს დაიწყებს“.

სოციალური საწარმო კლასიკური ბიზნესი არ არის - ის ეკონომიკურ მიზანს სოციალურ მისიასთან აერთიანებს. ამიტომ ასეთ ორგანიზაციებს მეტი დრო და რესურსი სჭირდებათ შედეგების მისაღწევად. ამ პროცესში კი მსხვილი კომპანიების მხარდაჭერა მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „თეგეტა“ სოციალურ მეწარმეებთან იმ მიმართულებებით თანამშრომლობს, რომლებსაც კომპანიის CSR სტრატეგია ეფუძნება, მათ შორისაა ქალთა გაძლიერება, სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვების მხარდაჭერა და გარემოს დაცვა.
სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2012 წლიდან იმართება. მისი მიზანია სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია და სექტორისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემის ჩამოყალიბება. წელს მონაწილეებმა სექტორის განვითარების 15-წლიანი გზა შეაფასეს, სამომავლო შესაძლებლობები განიხილეს და სოციალურ საწარმოთა ალიანსის დაარსების 10 წლის იუბილე აღნიშნეს.
სალომე კუსიანი, „სოციალურმეწარმეთა ალიანსის“ აღმასრულებელიდირექტორი: „სოციალურიმეწარმეობის ფორუმი ორწლიანიპაუზის შემდეგ დაბრუნდა. გვახარებსის ფაქტი, რომ ეს შესაძლებელიგახდა ადგილობრივი ბიზნესებისა და5 სოციალური საწარმოსმხარდაჭერით. ცალკე აღნიშვნასიმსახურებს ისიც, რომ სოციალურიმეწარმეობის სექტორთან „თეგეტას“ თანამშრომლობა უკვე წლებსითვლის. ეს იმაზე უნდამიანიშნებდეს, რომ ჩვენი მიზნები დაღირებულებები თანხვედრაშია - ვცხოვრობდეთ უკეთეს გარემოში, სადაც ადამიანი ღირებულებათაცენტრში დგას. წელს, 19 ნოემბერს, სოციალური მეწარმეობისსაერთაშორისო დღის აღსანიშნადდაგეგმილ კამპანიას - „არაჩვეულებრივი ბიზნესი (BusinessUnusual)“ - შევუერთდით. კამპანიაშიჩართულობით წლის სოციალურისაწარმოს ნომინაციაზე წარდგენილისოციალური საწარმოები - „ბებიას“, „მეგობარი“ და „პოტერია“ - გავაცანითსაერთაშორისო აუდიტორიას დამოვუყევით მათზე: როგორ ქმნიანარაჩვეულებრივ ბიზნესს და ვინარიან ადამიანები, ვინც მათიმომსახურების/პროდუქტის მიღმადგანან. წლევანდელი სოციალურიმეწარმეობის ფორუმის ორგანიზებამკიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რა მნიშვნელობის მატარებელია იგისოციალური მეწარმეობისეკოსისტემის განვითარებისთვისსაქართველოში. გამოვთქვამთიმედს, რომ სოციალურ საწარმოთაალიანსი, პარტნიორორგანიზაციებთან ერთად, შეინარჩუნებს ტრადიციას, სოციალური მეწარმეობისსაერთაშორისო დღეს ერთ სივრცეშივიყრიდეთ თავს და აღვნიშნავდეთმიღწეულ შედეგებს“.

ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესისა და სოციალური საწარმოების პარტნიორობა საგრძნობლად გაღრმავდა. სოციალური მეწარმეები კომპანიებს სულ უფრო ხშირად სთავაზობენ მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებსა და პროდუქტებს. ბიზნესი კი მათში სანდო პარტნიორს ხედავს.
ფორუმის კულმინაცია წლის სოციალური საწარმოს გამოვლენა იყო. 5-წევრიანი ჟიურის გადაწყვეტილებით, სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებზე დაყრდნობით, ფინალში სამი საწარმო გავიდა:
- „ბებიას“ - ნატურალური მასალისგან ნაქსოვი ნივთების საწარმო. ნივთებს ბებიები ქსოვენ და საყვარელი საქმით შემოსავალს გამოიმუშავებენ.
- „მეგობარი“ - საერთო სამუშაო სივრცე და კაფე-ბარი ზუგდიდში. მისი შემოსავლით ადგილობრივი ახალგაზრდების იდეები ფინანსდება.
- „პოტერია“ - თიხისა და კერამიკის სახელოსნო. ის სხვადასხვა საჭიროების მქონე ქალებს ახალ პროფესიას ასწავლის და ასაქმებს.
„თეგეტასთვის“ სოციალურ მეწარმეებთან პარტნიორობა ერთჯერადი ინიციატივა არ არის. კომპანია ამ პროცესს საზოგადოებაზე ზრუნვის მდგრად და გრძელვადიან გზად მიიჩნევს. ამიტომ კომპანია სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერას სამომავლოდაც გააგრძელებს, რომლის ფარგლებშიც, ერთობლივ პროექტებს განახორციელებს, პასუხისმგებლობიან შესყიდვებს გააფართოებს და სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს.
--
საზოგადოების მხარდაჭერა „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციულისოციალური პასუხისმგებლობისერთ-ერთი სტრატეგიულიმიმართულებაა. ამ მიმართულებითკომპანია სოციალურ საწარმოებთანგრძელვადიან პარტნიორობასავითარებს. სოციალურ საწარმო„პოტერიასთან“ თანამშრომლობით„თეგეტამ“ საწარმოსგან 70 000 ლარზემეტი ღირებულების პროდუქციაშეიძინა, რითაც ხელი შეუწყოძალადობაგამოვლილი და კანონთანკონფლიქტში მყოფი ქალებისდასაქმებას. დაუნის სინდრომისსაერთაშორისო დღეს „თეგეტა“ თანამშრომლებისთვის „ბაბალეს“ პროდუქციის საქველმოქმედოგამოფენა-გაყიდვას ყოველწლიურადმასპინძლობს. შედეგად, წლებისგანმავლობაში 300-ზე მეტითეგეტელის ჩართულობით 15000 ლარამდე შეგროვდა. „თეგეტასა“ და„ბაბალეს“ ერთობლივი პროექტით კიდაუნის სინდრომის მქონე ორი წლისბავშვს ოპერაცია დაუფინანსდა. სოციალური მეწარმეებისპროფესიულ განვითარებაში„თეგეტას“ თანამშრომლებიცმონაწილეობენ. თეგეტელებმა 150-ზემეტი საათი დაუთმეს პრო ბონოკონსულტაციებს და თავიანთიექსპერტიზა 60-მდე სოციალურმეწარმესა და 15 ორგანიზაციასგაუზიარეს.