19.11.2025 - ჩვენი ტექნიკური გუნდი აგრძელებს დაუღალავად მუშაობას ქსელზე, ჩვენ კი შენს სისტემატიურ ინფორმირებას შედეგების თაობაზე! ბოლო ერთ თვეში 17 მაკრო სადგური აღიმართა - ჯამში წლის დასაწყისიდან ამ დრომდე ეს უკვე არის 58 მაკრო სადგური, რაც პირდაპირ ისახება დაფარვის არეალის გაფართოებაში, ქვეყნის მასშტაბით. მარტივად რომ ვთქვათ - სელფის კავშირი ახლა არის იქ, სადაც აქამდე არ იყო.
გრძელდება ქსელის გამტარუნარიანობის გაუმჯოებესებაც, რაც ნიშნავს რომ შენ უკეთესი ხარისხის ინტერნეტი გექნება. ამჯერად, განახლება მთლიანად სამცხე-ჯავახეთს შეეხო, სადაც 16 სადგურზე მოხდა დამატებით ტექნოლოგიის ჩართვა და ინტერნეტის სიჩქარე 18%-ით გაიზარდა!
ვაგრძელებთ მუშაობას შენთვის შემდეგი თვის სიახლეებზე.
ქსელის განვითარება ჩვენი #1 პრიორიტეტია.