ზაფხულის დასასრული სტუდენტებისთვის ახალი თავგადასავლების დასაწყისია. უნივერსიტეტში დაბრუნება ნიშნავს ახალი შესაძლებლობებისა და პიროვნული ზრდის პერიოდის დაწყებას. თუმცა, ეს პროცესი ხშირად სტრესულია – ბალანსის დაცვა აკადემიურ მოვალეობებს, სოციალურ ცხოვრებასა და ასევე, შესაძლოა, მუშაობას შორის, არც ისე მარტივია.


ამ გარდამავალ პერიოდში მნიშვნელოვანია დროის ეფექტური განაწილება და რესურსების სწორი გამოყენება. ველი ასეთ დროსაც შეუცვლელი დამხმარეა, რომელსაც შეუძლია მარტივად გაპოვნინოს გამოსავალი, შეგიქმნას კომფორტი და ნებისმიერ სიტუაციაში სასარგებლო იყოს.


ახალი კამპანიით მომხმარებლებს ველი ამ ახალ ეტაპზე გადასვლას ყველაზე მოულოდნელი შეთავაზებებითა და სრულყოფილი სერვისით უმსუბუქებს. ახალი შეთავაზებები დაბრუნების სეზონის კატეგორიაში ყოველდღიურად ემატება, ამიტომ შეამოწმე ყოველდღე და არ გამოტოვო შენთვის სასურველი ფასდაკლების აღმოჩენა.


VELI.store გაძლევს საშუალებას შეიძინო წამყვანი ბრენდების პროდუქცია და დაზოგო დრო. ხოლო, შერჩეულ ნივთებს ველი ადგილზე უფასო მიწოდების სერვისით მოგიტანს დროის შენთვის სასურველ მონაკვეთში. ისარგებლე 6-დან 8 სექტემბრის ჩათვლით 40%-იანი ფასდაკლებით წამყვანი ბრენდების პროდუქციაზე სტუდენტებისთვის:

სკეჩმემორი – შენი კრეატიული სამყაროს რეალიზებისთვის

სკეჩმემორი სტუდენტებისთვის იდეალური ინსტრუმენტია იდეების ვიზუალიზაციისა და კრეატიული აზროვნების განვითარებისთვის. ის განსაკუთრებით სასარგებლოა დიზაინის, არქიტექტურისა და ხელოვნების სტუდენტებისთვის, მაგრამ ასევე გამოსადეგია ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლისთვის კონცეფციების სწრაფად ჩასანიშნად.


ველის ციფრულ თაროებზე შეგიძლია აღმოაჩინო Sketchmemory, რომელიც ქართული ბრენდია. მისი ფერადი და მრავალფეროვანი შექმნილია ჩანახატებისთვის ან ჩანაწერებისთვის, ფიქრებისა თუ იდეების გადმოსაცემად და მიზნად ისახავს ადამიანების განწყობაზე პოზიტიური გავლენის მოხდენას. ყდების მრავალფეროვნება არცერთ სტუდენტს დატოვებს გულგრილს.


ბრენდისგან სტუდენტებისთვის შესანიშნავი იქნება სკეჩმემორი, ბლოკნოტი Learn to be alone and happy. ის გამოირჩევა დახვეწილი, სახალისო დიზაინით, ხოლო ჰოლმენის ფურცლების თერმული კინძვა ბლოკნოტს თქვენს გამძლე და საიმედო პარტნიორად აქცევს.


ასევე, ამავე ბრენდისგან შეგიძლია შეიძინო სკეჩმემორი, ბლოკნოტი კარლო კაჭარავას დიზაინით. იქ ქართველი არტისტის ცნობილ ნამუშევარს აცოცხლებს ყდაზე და შენი ფანტაზიისთვისაც შესანიშნავი ინსპირატორი იქნება.

დასაგეგმი სტიკერების ნაკრები – შენი ფერადი გზამკვლევი წარმატებისკენ

დასაგეგმი სტიკერები სტუდენტებს ეხმარება ეფექტურად მართონ დრო და დავალებები. ეს მარტივი, მაგრამ ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტი საშუალებას გაძლევს ვიზუალურად დაალაგო პრიორიტეტები და არ გამოგრჩეს მნიშვნელოვანი თარიღები.


შეგიძლია შეარჩიო Kikkerland-ის სტიკერები. ბრენდი 1980-იანი წლების ბოლოს, ჰოლანდიელი დიზაინერის – იან ვან დერ ლანდე-ს პროექტის მიხედვით ნიუ-იორკში დაარსდა. თუმცა, დღესდღეობით ბრენდი იმდენად პოპულარულია მსოფლიოში, რომ მისი ასეთი მცირეხნიანი ისტორია რთული დასაჯერებელია.


Kikkerland, დასაგეგმი სტიკერების ნაკრები დაგეხმარება შენი სამუშაო დღიურის, კალენდრისა თუ ჟურნალის ორგანიზებაში. ნაკრებში 800-ზე მეტი სხვადასხვა ფორმის, ზომისა და დანიშნულების სტიკერი შედის, რომელთა საშუალებითაც მარტივი გახდება სიების შედგენა, დაგეგმვა თუ სხვა საკითხების მოწესრიგება.

დახვეწილი დიზაინის ჩანთა შენი ლეპტოპისთვის

ხარისხიანი ლეპტოპის ჩანთა არამხოლოდ იცავს მოწყობილობას, არამედ გეხმარება ორგანიზებულად ატარო ყველა საჭირო ნივთი. შეარჩიე ერგონომიული, წყალგამძლე მასალისგან დამზადებული ჩანთა, რომელსაც აქვს საკმარისი განყოფილებები ლეპტოპის, წიგნების თუ სხვა აქსესუარებისთვის.


Lenovo B210 15.6'' ლეპტოპის ჩანთა გამძლე და კომფორტული ლეპტოპის ნივთია ყოველდღიური მოხმარებისათვის. მისთვის ლეპტოპის მაქსიმალური ზომა 40 სანტიმეტრია. აღჭურვილია სპეციალურად გამოყოფილი ჯიბეებით ლეპტოპის, მაუსის, ყურსასმენებისა და სხვა აქსესუარებისთვის. 

ამასთანავე აქვს წყალგამძლე ქსოვილის ზედაპირი და გამოირჩევა დახვეწილი, მინიმალისტური დიზაინით.

საიმედო ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც მუდმივად კავშირზე იქნები

თანამედროვე სტუდენტური ცხოვრება წარმოუდგენელია მობილური მოწყობილობების გარეშე, ამიტომ მაღალი ტევადობის პორტატიული დამტენი და უნივერსალური ადაპტერი აუცილებელი აქსესუარებია. ეს მოწყობილობები უზრუნველყოფენ, რომ შენი ელექტრონული მოწყობილობები ყოველთვის მზად იყოს გამოსაყენებლად, მიუხედავად იმისა, სად იმყოფები.


ამ თვალსაზრისთ ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი იქნება ძალიან მაღალი ტევადობის პორტატიული დამტენი Remax RPP-571. მას 30 000 mAh მოცულობა აქვს აღჭურვილია ციფრული დისპლეით, რომლის მეშვეობითაც ყოველთვის გეცოდინება რამდენ პროცენტზეა დამუხტული თავად პორტატიული დამტენი.

აქვს შემავალი პორტები: USB Type-C და USB Lightning და გამომავალი პორტები: USB Type-C, USB Type-A და USB Lightning.


ასევე, შენს სტუდენტურ ცხოვრებას ძალიან გააადვილებს Baseus BRA013892 ადაპტერი. ეს არის მულტიფუნქციური 4-1-ში ადაპტერი. აქვს A: USB Type-C Male კაბელის კონექტორი. ასევე, კაბელის კონექტორი B: 1 x USB 2.0, 1 x USB 3.0, HDMI, USB Type-C DP

მისი მხარდაჭერილი გარჩევადობაა 4K/30Hz და დამზადებული ალუმინისგან, რის გამოც ძალიან მსუბუქია.


მრავალფუნქციური ორგანაიზერი ნივთების მოწესრიგებისთვის

მულტიფუნქციური ორგანაიზერი, რომელიც ფანქრების სათავსოსა და ტელეფონის დამჭერს აერთიანებს, იდეალური გადაწყვეტაა სტუდენტებისთვის. ეს მოწყობილობა საშუალებას გაძლევს ერთ ადგილას მოათავსო ყველა საჭირო წვრილმანი და ამავდროულად გამოიყენო სმარტფონისთვის. 


ამასთანავე, Kikkerland-ის ფანქრების სათავსო ძალიან კომპაქტური და კომფორტულია. აქ შეგიძლია ჩააწყო საკანცელარიო ნივთები, საწერი საშუალებები თუ კალმები.


მოემზადე მარტივად უნივერსიტეტისა თუ სკოლისთვის.  შეიძინე ყველაფერი ერთ სივრცეში და მიიღე ნივთები ადგილზე უფასო მიწოდებით, დროის სასურველ მონაკვეთში.