თანამედროვე, დინამიკურ ბიზნესგარემოში კორპორატიული მოგზაურობის ორგანიზება აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ავიაბილეთების შეძენით. ეს არის შრომატევადი, კომპლექსური პროცესი, რომელიც მოითხოვს დროს, სისტემურ მიდგომასა და ფინანსურ სიზუსტეს. კომპანიები მუდმივად ეძებენ გზებს ოპერაციული ეფექტურობის გასაზრდელად და ხარჯების დასაზოგად. სწორედ ამ საჭიროებების საპასუხოდ, ქართულ ბაზარზე ოპერირება დაიწყო My Trip Market-მატურისტულმა კომპანიამ და პირველმა ქართულენოვანმა ონლაინპლატფორმამ, რომელიც კორპორატიული მოგზაურობის მართვას ერთიან, მოქნილ სისტემაში აერთიანებს.

My Trip Market ბიზნესსექტორისთვის ქმნის სრულად ინტეგრირებულ ეკოსისტემას. კომპანიის დამფუძნებელი, არაშ ყასემლუ პლატფორმის შექმნის იდეასა და მის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ პროექტი ბაზრის სიღრმისეული ანალიზის შედეგია:

ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც ბიზნესს ბიუროკრატიულ ბარიერებს მოუხსნიდა. My Trip Market წარმოადგენს როგორც მაღალტექნოლოგიურ ონლაინპლატფორმას, ისე კვალიფიციურ ტურისტულ სააგენტოს. ჩვენ ერთ სივრცეში მოვაქციეთ ყველა ის სერვისი, რაც კი შეიძლება ორგანიზაციას დასჭირდეს: დაწყებული ავიაბილეთებისა და სასტუმროების ფართო არჩევანიდან, დასრულებული რთული, მრავალკომპონენტიანი კორპორატიული ტურების დაგეგმვით.

პლატფორმა მომხმარებელს სრულ თავისუფლებას აძლევსმათ შეუძლიათ თავად, ყოველგვარი შუამავლის გარეშე, დაგეგმონ მოგზაურობა, შეადარონ ფასები და მიიღონ ოპტიმალური გადაწყვეტილება მაქსიმალურად მოკლე დროში. ეს არის უსაფრთხო, გამჭვირვალე და, რაც მთავარია, ქართულენოვანი ინტერფეისი, რომელიც მორგებულია ადგილობრივი ბიზნესის სპეციფიკას. ჩვენი პლატფორმა მუდმივად ვითარდება, რათა უზრუნველყოს ბიზნესპროცესების მაქსიმალური ავტომატიზაცია და სიმარტივე.“

My Trip Market-ის მთავარი ღირებულება ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების ოპტიმიზაციაში მდგომარეობს. კომპანია პარტნიორებს სთავაზობს კონკრეტულ უპირატესობებს:

  • ხარჯების მკვეთრი შემცირება: სისტემური მიდგომისა და სპეციალური ტარიფების წყალობით, კომპანიები ახერხებენ სამოგზაურო ბიუჯეტის 10%-დან 20%-მდე დაზოგვას.
  • Bank-Free Model: ეს არის უნიკალური შიდა გადახდის სისტემა, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს, მართოს ფინანსური ნაკადები მოქნილი გრაფიკით, ზედმეტი საბანკო პროცედურებისა და დამატებითი ფინანსური ტვირთის გარეშე.
  • ერთიანი მართვის პანელი: ყველა ჯავშანი, ინვოისი და ხარჯი ერთ სივრცეშია თავმოყრილი, რაც ფინანსურ დეპარტამენტებს კონტროლსა და რეპორტინგს უმარტივებს.
  • ექსკლუზიური მომსახურება: გარდა ციფრული პლატფორმისა, თითოეულ კორპორატიულ მომხმარებელს ჰყავს პერსონალური მენეჯერი, რომელიც ნებისმიერ დროს მზად არის ოპერატიული დახმარებისთვის.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ლალი გიგაური ხაზს უსვამს, რომ My Trip Market-ის მოდელი ეფუძნებადახურულ კორპორატიულ პლატფორმას“. ეს ნიშნავს, რომ პარტნიორობა ორიენტირებულია გრძელვადიან თანამშრომლობაზე, სადაც მთავარი პრიორიტეტი სტაბილურობა და ორმხრივი ნდობაა.

აღსანიშნავია, რომ My Trip Market-ის წარმატებული სტარტი შემთხვევითი არ არის. იგი შეიქმნა კომპანია Georgia Holidays-ის ბაზაზე, რომელიც უკვე 16 წელზე მეტია ქართული ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა. Georgia Holidays- აქვს მყარი გამოცდილება შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით, განსაკუთრებით ირანის, გალფის ქვეყნებისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე.

სწორედ ეს მრავალწლიანი გამოცდილება, ფართო პარტნიორული ქსელი და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა გახდა გარანტი იმისა, რომ My Trip Market-მა სწრაფად დაიმკვიდრა თავი გამყვანი ტურიზმისა და კორპორატიული სერვისების სეგმენტში.

კომპანია გაჩერებას არ აპირებს. უახლოეს გეგმებში ბიზნესსექტორში კიდევ უფრო აქტიური გაფართოება და იმგვარი პლატფორმის ჩამოყალიბება შედის, რომელიც კორპორატიული მოგზაურობის სინონიმად იქცევა საქართველოში.

My Trip Market- ბიზნესს სთავაზობს არა უბრალოდ სერვისს, არამედ სტრატეგიულ პარტნიორობას, სადაც ტექნოლოგიური ინოვაცია და მრავალწლიანი გამოცდილება ერთი მიზნისთვისთქვენი ბიზნესის წარმატებული და მშვიდი მოგზაურობისთვის ერთიანდება.