საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანია „ლუკასს“ პრესტიჟული და ისტორიული აზერბაიჯანული ხიზილალის ბრენდის, Baku Caviar-ის, ოფიციალურად შემოყვანას საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ „ლუკასი“ არა მხოლოდ ექსკლუზიურ იმპორტიორად, არამედ ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენელად და მომავალში ადგილობრივ მწარმოებლადაც იქნება აღიარებული, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად ზრდის როგორც ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ასევე  პრემიუმ სეგმენტის განვითარებას.

Baku Caviar გლობალურად ცნობილია როგორც მსოფლიოში პირველი მდგრადი ხიზილალის მწარმოებელი. კომპანია იყენებს თანამედროვე აკვაკულტურულ ტექნოლოგიებს, ზუსტად იცავს ზუთხის გენეტიკურ სისუფთავეს და პასუხისმგებლობით მართავს კასპიის ზღვის რესურსებს. ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მიდგომაა ეკოლოგიური პასუხისმგებლობა: თითო შეძენილ ხიზილალაზე კომპანია კასპიის ზღვაში ათ ზორჩას აბრუნებს, რითაც მნიშვნელოვან წვლილს შეაქვს რეგიონის ეკოსისტემის დაცვასა და ზუთხის პოპულაციის აღდგენაში.

აზერბაიჯანი, როგორც კასპიის ზღვის მთავარი და ისტორიული ხიზილალას აკვანი, აწარმოებს უნიკალურ, უმაღლესი ხარისხის პროდუქტს, რომელიც მრავალი ათწლეულია მსოფლიო გურმანებისა და ლუქს-ინდუსტრიის პროფესიონალების აღიარებულია.

„„ლუკასი“ სიამაყით აცხადებს, რომ საქართველოში ოფიციალურად გახდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და მაღალი ხარისხის აზერბაიჯანული ხიზილალის ბრენდის, Baku Caviar-ის, ექსკლუზიური წარმომადგენელი. ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ საწარმოსთვის, არამედ ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი ეტაპია“ განაცხადა ქეთევან გერსამიამ, კომპანია „ლუკასის“ დამფუძნებელმა.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანია „ლუკასს“ ამ წარმატებულ მოლაპარაკებასა და პროექტს. პრემიუმ-სეგმენტის პროდუქტების შემოსვლა ქვეყანაში არა მხოლოდ გემოვნების სტანდარტებს ამაღლებს, არამედ მუდმივად უბიძგებს ადგილობრივ ბაზარს სიახლისა და მაღალი ხარისხისკენ. მსგავსი საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ქმნის ინვესტიციების ახალ ნაკადს, ასპარეზს აძლევს ადგილობრივ საწარმოებს და საბოლოოდ აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკურ ეკოსისტემას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.