2025 წლის 24 ოქტომბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა Kursi.ge-ის ბიზნესს ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა Kursi.ge-ის პარტნიორების აღიარებას, სიახლეების გაზიარებასა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებას.
ღონისძიებას 200-მდე სტუმარი დაესწრო, რომელთა შორის იყვნენ Kursi.ge-ის კორპორაციული კლიენტები, ბიზნესპარტნიორები და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი კომპანიის თანადამფუძნებელმა, ნინო კუპრაშვილმა გახსნა, რომელმაც სტუმრებს მადლობა გადაუხადა ნდობისა და პარტნიორობისთვის.
Kursi.ge-ის შესახებ სიტყვით გამოვიდნენ მოწვეული სტუმრები - საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ვასილ შენგელია და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წარმომადგენელი ლევან დარსალია.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე:
„ფინანსური ინოვაციები და ბიზნესის მომავალი საქართველოში“, რომელშიც მონაწილეობდნენ ფინტექ სფეროს წამყვანი ექსპერტები:
- ვახო ჭითავა — კომპანია Fastoo-სა და Bitanica-ს გენერალური დირექტორი
- მარიამ რუსიშვილი — Lightspeed Digital-ის მმართველი პარტნიორი, IFC და ADB-ის კონსულტანტი
- ირაკლი წურწუმია — კომპანია Eurocredit-ის გენერალური დირექტორის მოადგილე
- ქეთევან მეფარიშვილი — ge-ის დირექტორი და დისკუსიის მოდერატორი
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ Kursi.ge-ის სიახლეებსა და გეგმებს, რომელთა შორის იყო მობილური აპლიკაცია და სპეციალური, VIP ფილიალი კორპორატიული კლიენტებისთვის, რომლებიც მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებას ემსახურება.

საღამოს კულმინაცია იყო ევროპის ორკაციანი საგზურის გათამაშება, როგორც Kursi.ge-ის ერთგვარი მადლობა თანამშრომლობისთვისა და ნდობისთვის.