თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 13 ივლისის ჩათვლით, კოკა რამიშვილის გამოფენას სახელწოდებით „პლატფორმა მოვლენისთვის” მასპინძლობს.

გამოფენის ფარგლებში, საშუალება გაქვთ დაესწროთ ხელოვნებათმცოდნეების ტურებს.

დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge-ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ ტურზე დასწრებას.

გამოფენის ტურები:

4 ივლისი, 19:00 საათი | ლალი პერტენავა, ხელოვნებათმცოდნე.

10 ივლისი, 19:00 საათი | ხათუნა ხაბულიანი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და კურატორი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტურებზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

კოკა რამიშვილი უახლესი ქართული მხატვრობის ისტორიის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. მისი შემოქმედება პოსტსაბჭოთა პერიოდში განვითარდა და თავიდანვე გამოირჩეოდა რეფლექსურობით, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით.

გამოფენაზე წარმოდგენილია კოკა რამიშვილის ახალი ნამუშევარი - პლატფორმა მოვლენისთვის. ნამუშევრის ხმოვანი ნაწილი შექმნა კომპოზიტორმა ნიკა მაჩაიძემ, რომელთანაც ხელოვანი ხშირად თანამშრომლობს. პლატფორმა მოვლენისთვის მულტიმედიური ინსტალაციაა, სადაც უხილავი ბმები აერთიანებს ინტერიერსა და ექსტერიერს, გეომეტრიულ ფორმებს (წრიულსა და კვადრატულ დარბაზებს) და პეიზაჟის უსასრულობას, ზაფხულის კლიმატურ მოტივსა და ყოველდღიურობის ხმებს.

მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, კ. მარჯანიშვილის 7.