მიმდინარე წლის ივლისში სასტუმრო „აბასთუმანი რეზიდენსის“ დატვირთულობამ დაახლოებით 80% შეადგინა, რასაც ძირითადად საქართველოს მოქალაქე დამსვენებლები უზრუნველყოფენ.სასტუმროს მენეჯმენტის განცხადებით, ფასები გასულ წლებთან შედარებით არ შეცვლილა და მოთხოვნა კურორტზე წელსაც მაღალია.
,,მიმდინარე წლის ივლისის თვეში სასტუმრო ,,აბასთუმანი რეზიდენსში” დატვირთულობა დაახლოებით 80%-ია. დამსვენებლების უდიდესი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა. ფასები არც დაგვიკორექტირებია და არც გაგვიზრდია, იგივე ფასი გვაქვს სასტუმროში დასვენებაზე, რაც გასულ წელს: ერთი ორადგილიანი ნომერი ამ სეზონზე 380 ლარი ღირს, რაც კვებასაც მოიცავს. ზოგადად წელს აბასთუმანში დასვენებაზე მოთხოვნა დიდია, რა დატვირთულობაც გასულ წლებში გვქონდა, წელსაც იმავე დატვირთულობით მუშაობს კურორტის სასტუმროები”,- აღნიშნა Hotel Abastumani Residence /სასტუმრო აბასთუმანი რეზიდენსის მენეჯერმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.