მას შემდეგ, რაც Яндекс Еда -ის სერვისი სრულად აისახა Yandex Go–ს აპლიკაციაში, ამჯერად, Яндекс-ის მიტანის სერვისის რეკლამირება მასშტაბური გარე-სარეკლამო კამპანიით გრძელდება. დედაქალაქში, ყველგან, ძალიან ბევრგან, შავ-ყვითელ ფერებში ბრენდირებული ბანერები „არ გაძლევენ საშუალებას“ თვალი აარიდო Яндекс-ის აგრესიულ მარკეტინგს.

Яндекс-ის გარე რეკლამის მიმდინარე კამპანია ინტეგრირებულია „ვისოლ ჯგუფის“ ბრენდებთან  „დანკინი“, „საბვეი“ და „ვენდისი“ და ამავე „ვისოლ ჯგუფში“  შემავალი სარეკლამო კომპანია „ალმას“ კუთვნილ გარე სარეკლამო ფართებზე ხორციელდება.

ამრიგად და ამდენად, ფაქტია, „ვისოლ ჯგუფი“ და მისი საერთაშორისო, მათ შორის, ამერიკული ბრენდები, ფაქტობრივად, პირველი ქსელური და ცნობადი ბრენდებია, რომლებმაც Яндекс Еда -ს ღიად გაუხსნეს კარი...

საქართველოს საზოგადოება, მათ შორის, ბიზნეს სექტორი,  ქვეყანაში Яндекс–ის აქტივობებს, იმთავითვე საკმაო სიფრთხილით შეხვდა. კერძოდ, Яндекс Еда-ს პირველი ქართულინაბიჯებისას, როცა ის ქსელურ და პოპულარულ კვების ობიექტებს სათანამშრომლოდ ზვერავდა, არაერთი მსხვილი ბიზნესი ღიად აცხადებდა, რომ Яндекс Еда-სთან თანამშრომლობას არ აპირებდა, როგორც მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვის გარანტიის არარსებობის, ისე უბრალოდ, მისი რუსული წარმომავლობის გამო (რაც, გარდა შესაძლო რეპუტციულ ზიანთან ერთად, მომხმარებელთა პოტენციურ გადინებასაც მოასწავებდა).

ბევრი ბიზნეს ან თავს არიდებდა საკითხზე გამოხმაურებას, ან რამდენიმეაზროვან პასუხს იძლეოდა, ანუ ფრთხილობდა... თავის ამრიდებელთა შორის იყო „ვისოლ ჯგუფი“ და მისი ბრენდებიც.

კომპანიები, რომლებიც აპრიორი უარს აცხადებდნენ Яндекс Еда-სთან თანამშრომლობაზე,  იყვნენ „კარფური“, „მაკდონალდსი“, „სპარი“, არაერთი ფარმაცევტული ქსელი და ბევრი სხვა საცალო ვაჭრობის ობიექტი. დღემდე მათი პოზიცია უცვლელია. ყოველ შემთხვევაში, რაიმე სახის განცხადება Яндекс Еда-თან თანამშრომლობის დაწყების შესახებ, ამ კომპანიებს არ გაუვრცელებიათ. დღმდე არც მათი პროდუქცია არ იძებნება Яндекс- აპლიკაციაში.

რაც შეეხება „ვისოლ ჯგუფის“ პოლიტიკას Яндекс Еда-თან თანამშრომლობის შესახებ, ამის განხილვა, როგორც ერთი, კვების პროდუქტების საცალო ბიზნესის მსხვილი კომპანიის თანამშრომლობისა, არ იქნება მთლად რელევანტური, რამდენადაც ჯგუფის ხელმძღვანელი, იმავდროულად არის ქართველ ბიზნესმენთა უმსხვილესი გაერთიანების - „საქართველოს ბიზნეს ფედერაციის“ თავმჯდომარე და მისი კომპანიების პოზიცია, გარკვეულ მინიშნებადაც შეიძლება იქნეს აღქმული.

2024 წლის შემოდგომაზე კი, როცა ევროინტეგრაციის კურსის შეჩერების გამო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, „ვისოლ ჯგუფი“ იყო ერთ-ერთი ის ბიზნესი, რომელმაც ღიად გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ ის ევროინტეგრაციისა და ქვეყნის ევროპული მომავლის მომხრე და მხარდამჭერი კომპანიაა.  

Яндекс-ის რეალური დამოკიდებულება საქართველოსა და მისი სუვერენიტეტისადმი ნათლად გამოჩნდა, როცა მან თავის კორპორატიულ რუკაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მონიშნა და ეს ტერიტორიები საქართველოს განგანსხვავებულ ფერებში აღნიშნა...

Яндекс არის ის რუსული მსხვილი კომპანია, რომლის მჭიდრო თანამშრომლობარუსულ სპეცსამსახურებთან ახალი არავისთვისაა. Яндекс ღიად არის დაჯარიმებული საქართველოს პერსონალური დავის ინსპექტორის ოფისის მიერ პერსონალური მონაცემების სხვა ქვეყნისთვის (რუსეთისთვის) გადაცემის გამო!

საგულისხმო ისიც, რომ „ვისოლ ჯგუფის“ თანამშრომლობის პოლიტიკა რუსული ბიზნესის ფლაგმანთან - Яндекс - თან მიმართებით, პოტენციურად სხვა რისკებსაც შეიცავს...

კერძოდ, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, თუ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან პოლიტიკოსთა და ბიზნესმენთა დასანქცირების ტალღა გაგრძელდა და ამ ტალღაში „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებლებიც მოჰყვებიან, რაც სულაც არ არის გამორიცხული, მათ შორის და სწორედ Яндекс - თან მჭიდრო ანამშრომლობის გამო, მაშინ საკუთრივ „ვისოლ ჯგუფის“ ბიზნესებს და მათთან დაკავშირებულ ასეულობით ადამიანსაც შეექმნება მნიშვნელოვანი ტექნიკური და საოპერაციო პრობლემები...