2026 წელთან მიმართებით სამშენებლო ბიზნესს დადებითი მოლოდინები აქვს. როგორც „აპარტ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ჩქარეული რადიო „კომერსანტის“ ეთერში სტუმრობისას აცხადებს, მიმდინარე წლის მაისის ბოლოდან დეველოპერულ სექტორში გაყიდვები გაჯანსაღდა, ფასები დასტაბილურდა და ეს დინამიკა დღემდე გრძელდება.

„2025 წლის პირველი ნახევარი პრაქტიკულად იმეორებდა შარშანდელი წლის ანალოგიური პერიოდის არამდგრად ვითარებას და გაყიდვები ძალიან არასტაბილური იყო. 2025 წლის მაისის ბოლოდან ივნისის პირველ ნახევარში გაყიდვების გაჯანსაღება უკვე რადიკალურად შეინიშნებოდა, მათ შორის, ფასების დასტაბილურება და ეს დინამიკა დღემდე გრძელდება.

მოლოდინი გვაქვს, რომ 2026 წელი კიდევ უფრო კარგი იქნება და ბაზარი ამ სტაბილურობას შეინარჩუნებს. მით უმეტეს, გვაქვს კარგი სიახლეები მსხვილი საერთაშორისო კომპანიების შემოსვლით, მათი ინვესტიციების შემოდინებით და ვფიქრობ, ინდუსტრიის მიმართ ეს ნდობას აამაღლებს როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო ბაზარზე“, - აცხადებს ვახტანგ ჩქარეული.