GREDA-ს წევრების შეხვედრაზე, მოწვეულმა გერმანულმა ენერგეტიკულმა საკონსულტაციო კომპანიამ OMNIA-მ წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მდგრად განვითარებაზე.
OMNIA-ს გუნდმა ყურადღება გაამახვილა სუფთა ენერგიის პაკეტზე, ენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობებსა და მწვანე წყალბადის როლზე საქართველოს ენერგეტიკულ გარდამავალ პერიოდში. განსახილველ თემებს შორის იყო არსებული გამოწვევები და პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანამ უნდა გადადგას ამ მიმართულებებით.
GREDA აგრძელებს ერთიანი პლატფორმის გაძლიერებას წევრებს შორის თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის!