არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Emaar-ის აქციების ფასი აშშ-ის მიერ ირანში ომის დაწყების შემდეგ თითქმის 36%-ით შემცირდა.

ომის დაწყებამდე, მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს კომპანიის ერთი აქცია 17.1 დირჰამი ღირდა, ამჟამად კი მისი ღირებულება 11 დირჰამია. 

ცნობისთვის, 2025 წელს Emaar-ის გაყიდვებმა 49.6 მილიარდი დირჰამი, ანუ 13.5 მილიარდი დოლარი შეადგინა რაც წლიურად 40%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კომპანიის მოგება კი 22.3 მილიარდი დირჰამი, ანუ 6 მილიარდი დოლარი იყო.

შეგახსენებთ, რომ Emaar-ის შვილობილი კომპანია Eagle Hills-ი საქართველოში $6.6-მილიარდიანი უძრავი ქონების პროექტის განვითარებას გეგმავს.