Bybit Georgia და City Mall ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობენ. 2026 წლის 14 და 15 თებერვალს, Bybit Card-ის მფლობელებს City Mall Saburtalo-სა და City Mall Gldani-ში შოპინგისას 50%-იანი ქეშბექის მიღება შეეძლებათ.
ქეშბექ კამპანიაში მონაწილეობისთვის მომხმარებლებმა 4-დან 12 თებერვლის ჩათვლით უნდა მოითხოვონ Bybit ბარათი, გაიარონ რეგისტრაცია და შესაბამისი ვერიფიკაცია. შეთავაზება ხელმისაწვდომია პირველი 1 800 მომხმარებლისთვის, ხოლო ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა ერთ მომხმარებელზე 100 ლარს შეადგენს.
ქეშბექი გაიცემა Bybit Card-ის ქულების სახით და წარმატებული ტრანზაქციისას რეალურ დროში ირიცხება თქვენს ანგარიშზე. დაგროვებული ქულების კონვერტაცია შესაძლებელია აქტივებად ან ავტომატური ქეშბექის ფუნქციის მეშვეობით.
ქეშბექი გაიცემა Bybit Card-ის ქულების სახით და წარმატებული ტრანზაქციისას რეალურ დროში ირიცხება თქვენს ანგარიშზე. დაგროვებული ქულების კონვერტაცია შესაძლებელია აქტივებად ან ავტომატური ქეშბექის ფუნქციის მეშვეობით.
გადახდა შესაძლებელია ფიზიკური Bybit Card-ით ან Google Pay-ით. შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ City Mall Saburtalo-სა და City Mall Gldani-ში მდებარე ფიზიკურ მაღაზიებში განხორციელებულ გადახდებზე და არ ვრცელდება ონლაინ ტრანზაქციებზე ან City Mall-ის გარეთ განხორციელებულ შესყიდვებზე. მონაწილე სავაჭრო ობიექტების სრული სია ხელმისაწვდომია სავაჭრო ცენტრების ოფიციალურ ჩამონათვალში.
Bybit Card გასულ კვირას ოფიციალურად გაეშვა საქართველოს ბაზარზე და მომხმარებლებს კრიპტოვალუტის გამოყენების შესაძლებლობას აძლევს ყოველდღიურ გადახდებში. ბარათი შექმნილია Mastercard-თან და Pave Bank-თან პარტნიორობით და წარმოადგენს Mastercard-ის ბარათს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც Mastercard-ის ტერმინალია ხელმისაწვდომი.
დამატებითი ინფორმაცია Bybit Card-ისა და მიმდინარე კამპანიების შესახებ ხელმისაწვდომია Bybit Georgia-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.