Bolt კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს - ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ გავეცანით კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებას. ჩვენი კანონიერი უფლებების შესაბამისად, ვაპირებთ გადაწყვეტილების გასაჩივრებას კომპეტენტურ სასამართლოებში. გვჯერა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა დეტალურად და მიუკერძოებლად შეისწავლის საკითხს სრული მოცულობით და საქმეს არსებითად გადაწყვეტს. ჩვენ პატივს ვცემთ სააგენტოს მანდატს, და ამ პროცესის განმავლობაში კონსტრუქციულად ვთანამშრომლობთ მათთან — რასაც თავად სააგენტოც აფიქსირებს - .
Bolt საქართველოში 2013 წლიდან ოპერირებს. ამ დროის განმავლობაში ათიათასობით მძღოლმა ჩვენი პლატფორმის მეშვეობით მიიღო შემოსავალი, ხოლო ასობით ათასმა მგზავრმა ისარგებლა მისი მომსახურებით. ჩვენ ვამაყობთ იმ წვლილით, რომელიც საქართველოში ამ სექტორის ჩამოყალიბებაში შევიტანეთ — მათ შორის ამ სფეროს რეგულირების მხარდაჭერით იმ დროს, როდესაც მას არანაირი რეგულაცია არ გააჩნდა. საქართველო დღეს არის ჩამოყალიბებული და მოთხოვნადი ტაქსის ბაზარი და ის იმსახურებს შესაბამის მიდგომას.
სწორედ ამიტომ, ჩვენი მისია უცვლელი რჩება: უსაფრთხოების, მომსახურების ხარისხისა და მომხმარებელთა მხარდაჭერის უმაღლესი სტანდარტები პლატფორმის თითოეული მგზავრისა და მძღოლისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტირებას ამ ბაზარსა და მის ტექნოლოგიურ განვითარებაში — შევქმნით ახალ ფუნქციებს, რომლებიც უსაფრთხოებას, სერვისის ხარისხსა და ჩვენი მომხმარებლების ყოველდღიურ გამოცდილებას სრულიად ახალ დონეზე აიყვანს.
მზადყოფნას გამოვთქვამთ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი სააგენტოსთან“ – ნათქვამია განცხადებაში.