ბიზნესში გასტრონომიას ძალიან დიდი როლი აქვს, რადგან მას დიდი შემოსავლის მოტანა შეუძლია, - ამის შესახებ გასტრონომიის საერთაშორისო ექსპერტმა სებასტიან რიპარიმ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" განაცხადა.

მისივე შეფასებით, სხვაობა კარგსა და ძალიან კარგ რესტორანს შორის არის მასპინძლობა და მომხმარებლებთან კომუნიკაცია.

"ბიზნესის განვითარება ნიშნავს შეთავაზების მიღებას, მაგრამ ამასთან, უნდა შევინარჩუნოთ ეროვნული დნმ-ი. მაყურებელს მინდა მივმართო - ნუ გააკეთებთ სხვების ასლს, არ მინდა საქართველოში გავსინჯო ის, რასაც მივირთმევ  გერმანიაში, ან სხვა ქვეყანაში.

დღეს ქართული სამზარეულო არ არის კარგად ცნობილი. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ისეთი ინსტრუმენტები, როგორიც არის მაგალითად, საერთაშორისო ფორუმი "გასტრო ბათუმი", როდესაც შეფები და ექსპერტები საქართველოში ჩამოდიან.

ქართული სამზარეულო  რეგიონული სამზარეულოებისგან შედგება. ჩვენ ერთი და იგივე კერძებს არ მივირთმევთ თბილისსა და ბათუმში. შესაბამისად, წინ უნდა წამოვწიოთ და განვავითაროთ ადგილობრივი პროდუქცია. მე ვესაუბრე რამდენიმე შეფს და გავიგე, რომ საქართველო ნუშსაც აწარმოებს, რაც აქამდე არ ვიცოდი. მოახდინეთ ინვესტიციები პროდუქციაში, ბრენდებში, შექმენით მათ შორის, კავშირები და უნიკალური პროდუქტები", - აცხადებს სებასტიან რიპარი.

bp.ge