2026 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7 პროცენტით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

მათივე ცნობით, 2026 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 36.8 პროცენტი, მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 31.4 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა — 7.4 პროცენტიანი წილით, მშენებლობა — 4.5 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება — 4.5 პროცენტიანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია — 4.4 პროცენტიანი წილით, ხოლო 10.9 პროცენტი დანარჩენ დარგებზე განაწილდა.

„2026 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს დამამუშავებელი მრეწველობა (19.5 პროცენტი), ვაჭრობა (16.7 პროცენტი), მშენებლობა (13.6 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (11.7 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.5 პროცენტი) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 28.9 პროცენტიანი წილი ეჭირა.

2026 წლის I კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29.3, 11.4 და 9.4 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი), მშენებლობის (7.5 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.3 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.5 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც“, - წერია ინფორმაციაში.