Bentley Centre Tbilisi თანამედროვე ქართული ხელოვნების ნიმუშებს გამოფენების სერიის ფარგლებში უმასპინძლებს. Bentley Exhibitions მთელი წლის მანძილზე  სხვადასხვა ქართველ არტისტს წარადგენს. აღმაშენებლის 129 ნომერში მდებარე Bentley-ს შოურუმში დამთვალიერებლები აღმოაჩენენ საინტერესო ნამუშევრებს, რომლებიც Bentley-ს სრულყოფილებისკენ სწრაფვას ეხმიანება.

პირველ გამოფენაზე, რომელიც 14 მარტს გაიხსნება, ახალგაზრდა ხელოვანის, მაკო ლომაძის შემოქმედება გამოიფინება და ვიზიტორებისთვის ორი თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.

სოფო დავითაშვილი, Bentley Centre Tbilisi-ს მარკეტინგის მენეჯერი: „ხელოვნების მხარდაჭერა Bentley-ს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა, ბრენდისთვის ეს არის ერთგვარი გზა, აუდიტორიასთან ემოციური ურთიერთკავშირი მაღალი მატერიების გაზიარებით დაამყაროს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, საზოგადოებისთვის Bentley Exhibition-ის მეშვეობით თანამედროვე ქართველი არტისტების ნამუშევრები გაგვეცნო.

გამოფენების სერიის ფარგლებში, არტისტები თავიანთ შემოქმედებას გამოფენენ სპეციალურად შექმნილ საგამოფენო სივრცეში, რომელიც ბრენდის შოურუმში მოეწყობა. მომხმარებლისთვის ექსკლუზიური გამოცდილებას გასაღრმავებლად შოურუმში ავტოინდუსტრიის ელემენტები და იმერსიული საგალერეო სივრცის სინთეზი შეიქმნება.

პირველი პერსონალური გამოფენა მაკო ლომაძის ნამუშევრებს დაეთმობა, რომლებიც თავისი ფორმებით, ტექნიკური შესრულებითა და ინდივიდუალურობით ზუსტად ეხმიანება Bentley-ს ხედვას.  Bentley Centre Tbilisi აუდიტორიისთვის სხვადასხვა ექსკლუზიური ტიპის ღონისძიებების გამართვას მთელი წლის განმავლობაში გეგმავს“.

მაკო ლომაძის პერსონალური გამოფენა, რომელსაც "Point Nemo" ეწოდება, ბუნებისა და ხელოვნების შერწყმაა. გამოფენაზე სტუმრები ორ სერიას იხილავენ, რომლებიც ბუნების ტრანსფორმაციულ ძალასა და პიროვნული ზრდის თემატიკას მოიცავს. მაკო ლომაძე იკვლევს ტრადიციულ ზეთის მხატვრობას, მისი შემოქმედებითი პროცესი საწყისს იღებს შინაგანი რეფლექსიიდან, ნამუშევრები კი მდიდარია სიმბოლიზმითა და საინტერესო ნარატივებით.

თითოეული ხელოვანის შემოქმედება, რომლებსაც Bentley Exhibitions-ის ფარგლებში ვიხილავთ, კონცეპტუალურად ბრენდის ხედვასთან არის დაკავშირებული. Bentley-ს გლობალური მისია, ავტომობილების სრულყოფილებასთან ერთად, ბრენდის ღირებულებების წარმოჩენაა, რომლებიც მდგრადობის, ოსტატობის, ტრადიციისა და ინოვაციის ჰარმონიულ სინთეზს უკავშირდება.

ლეგენდარული ბრიტანული ბრენდის წარმომადგენლობა საქართველოში 2024 წელს გაიხსნა. შოურუმმა უკვე არაერთ კონცეპტუალურ ღონისძიებას უმასპინძლა, თუმცა მათგან ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ სახელოვნებო გამოფენების სერია იქნება. Bentley Exhibitions სერიის კურატორია სოფო კოლხიდაშვილი, ღონისძიების პარტნიორია TBC Wealth Management.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია Bentley Centre Tbilisi  ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. კომპანია ბრიტანული ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. Bentley Centre Tbilisi მომხმარებელს სთავაზობს ლეგენდარული luxury ბრენდის უახლეს მოდელებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს.