,,მაკდონალდს საქართველოს“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები. განცხადება თენგიზ კაპანაძემ ,,ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. ,,მაკდონალდს საქართველოს“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მათი კომპანია საყოველთაო გაფიცვას შეუერთდა, რადგან ისინი მათ სათქმელს ამბობენ, რაც თითოეული ქართველის მისწრაფებას პასუხობს. 

,,არ ვიცი ამ ხელისუფლებას რა დაახევინებს უკან. ზოგადად რა პრინციპები და მორალი აქვთ. თუნდაც ის, რაც დუბაიში მოხდა. თუნდაც გახარიას თემა. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენსას, რაც გასაკეთებელია. ვამბობთ იმ სათქმელს, რაც აუცილებელია და იმ მოლოდინს და იმ მისწრაფებას, რაც თითოეულ ქართველს გაგვაჩნია. ხელისუფლებას ალბათ თავისი საფიქრალი აქვს და ალბათ დროულად უნდა მიხვდეს თავის ნაბიჯებს. ბიზნესზე რა თქმა უნდა დადებითად არანაირად არ აისახება. არავის ამისი სურვილი არ აქვს. არა მარტო ბიზნესი, სოციალურადაც არ არის სასიამოვნო, საქმისთვისაც არ არის სასიამოვნო, გადასახადებისთვისაც არ არის სასიამოვნო და იმედია, ამას ვიღაც უფრო ღრმა ანალიზს გაუკეთებს და სწორ ნაბიჯს გადადგამს ადრე თუ გვიან.''- განაცხადა ,,ტვ პირველის'' ეთერში თენგიზ კაპანაძემ.