მეწარმეთა შესახებ კანონის ამოქმედება კიდევ ერთხელ, ამჯერად 2026 წლის აპრილამდე გადავადება.
შესაბამის ცვლილებებს, რომელიც პარლამენტში გამარტივებული წესით არის წარდგენილი "ქართული ოცნების" დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
ახალ კანონში ცვლილება შეეხება მხოლოდ ამოქმედების თარიღს.
კანონის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოს 2025 წლის 1 აპრილამდე უნარჩუნდებოდათ შესაძლებლობა, უზრუნველეყოთ სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, რისთვისაც მან უნდა წარედგინა დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ბოლო წესდებით, საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით.
კომიტეტზე "ოცნების" დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა თქვა, მეწარმეთა შესახებ ახალი კანონით თავდაპირველად ორწლიანი გარდამავალი პერიოდი იყო გათვალისწინებული, ამის შემდეგ ვადა გახანგრძლივდა,
"იმის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით კვლავ მიმდინარეობს საწარმოთა მხრიდან მონაცემების ჰარმონიზაცია და იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ დიდია მაჩვენებელი იმ საწარმოების, ვისაც ჯერ კიდევ არ მიუმართავს საჯარო რეესტრისთვის, საუბარია დაახლოებით 280 000 მეწარმე სუბიექტზე, გთავაზობთ მოხდეს გარდამავალი პერიოდის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება", - განაცხადა ჭეიშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილს თქმით, გასულ კვირას ის ბიზნეს ასოციაციას შეხვდა, სადაც აღნიშნული მოთხოვნა კერძო სექტორმაც გააჟღერა.