აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 43 ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლაზე შეზღუდვების დაწესებას განიხილავს.
ამის შესახებ New York Times ამერიკელი ოფიციალური პირების ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ქვეყნების კლასიფიკაციას სამ კატეგორიას, „წითელი,“ „ნარინჯისფერი“ და „ყვითელის“ ითვალისწინებს.
„წითელი“ სია 11 ქვეყანას მოიცავს და მათ მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა სრულად აეკრძალებათ. სიაშია: ავღანეთი, ბუტანი, კუბა, ირანი, ლიბია, ჩრდილოეთ კორეა, სომალი, სუდანი, სირია, ვენესუელა და იემენი.
„ნარინჯისფერ“ სიაში შედის 10 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებს აშშ-ში გამგზავრება მნიშვნელოვნად შეეზღუდებათ. სიაში: რუსეთის, ბელარუსის, ჰაიტის, ლაოსის, მიანმარის, პაკისტანის, სიერა-ლეონეს, სამხრეთ სუდანის, ერიტრეისა და თურქმენეთი.
„ყვითელ“ სიაში 22 ქვეყანაა, რომლებსაც 60 დღე მხოლოდ ისეთი საკითხების მოსაგვარებლად მიეცემათ, რომლებიც აშშ-სთვის მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი „ნარინჯისფერ“ ან „წითელ“ კატეგორიაში გადაინაცვლებენ. ამ სიაშია კარიბის აუზისა და აფრიკის ქვეყნები.