უშედეგო რეზოლუციები დიდი ომის მოლოდინი უკრაინაში (განახლებული 13:10)

უშედეგო რეზოლუციები დიდი ომის მოლოდინი უკრაინაში (განახლებული 13:10)

access_time2022-02-18 13:00:12

რუსულმა მხარემ ბოლო 2 დღეში ჯერ განაცხადა, რომ წვრთნების შემდეგ ჯარს მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე აბრუნებდა, შემდეგ დაიმუქრა – შეერთებულმა შტატებმა უსაფრთხოების გარანტიები არ მოგვცა და ამიტომ ჩვენ ვიმოქმედებთ მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათის გზებითო. პარალელურად უკრაინის საზღვრებთან სამხედროთა რაოდენობა 7000-ით გაზარდა. საფრანგეთისა და გერმანიის პირველი პირების კრემლში პრაქტიკულად უშედეგო ვოიაჟის შემდეგ, ევროპის საბჭომ, გაერომ და შეერთებულმა შტატებმა რეზოლუციები ერთი მეორის მიყოლებით მიიღეს და მოსკოვს შეჩერებისკენ მოუწოდეს, რისი იმედიც თავად ბაიდენს არ აქვს. კიევმა უკვე ევაკუაციის გეგმა დაამტკიცა.

 

20 თებერვალი კრიტიკულ მომენტს წარმოადგენს. ერთის მხრივ პეკინში ზამთრის ოლიმპიადა სრულდება, მეორეს მხრივ ბელარუსში რუსეთის სამხედროთა წვრთნები. პუტინს რომ ოლიმპიადების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული აქვს, ეს კარგად იციან თბილისშიც და კიევშიც. 2008 წელს რუსული არმია საქართველოში ღიად, სწორედ პეკინის ოლიმპიადის გახსნის დღეს შემოიჭრა, 6 წლის შემდეგ კი ყირიმის ანექსია სოჭის ოლიმპიადას დაამთხვია. მსგავსება ამით არ სრულდება, უკრაინაში საბავშვო ბაღის დაბომბვა რიგით ინციდენტზე მეტია. არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში ლუგანსკში ან დონეცკში რომელიმე საცხოვრებელი კორპუსი აფეთქდეს და ეს „უკრაინელ ტერორისტებს“ დაბრალდეთ. 1999 წლის სექტემბერში ბუინაგსკში, ვოლგოდონსკსა და მოსკოვში ფედერალურის უსაფრთხოების სამსახურის - ФСБ-ს მიერ აფეთქებულ კორპუსებს 307 ადამიანი შეეწირა, 1000-ზე მეტი დაშავდა. რის შემდეგაც რუსეთი იჩქერიის რესპუბლიკაში (ჩეჩნეთში) ხელმეორედ შეიჭრა. ეს მეთოდი პუტინის ნოუ-ჰაუ არ არის, იქამდე 66 წლით ადრე კომუნისტების საბოლოოდ გასანადგურებლად ჰიტლერმაც გადაწვა რაიხსტაგი.

 

17 თებერვალს, უკრაინას პოლონეთსა და ბრიტანეთს შორის, ახალ სამთა კავშირად წოდებული მემორანდუმი გაფორმდა, თუმცა დოკუმენტი ნატოს მე-5 მუხლის მსგავსად მხარეებს სამხედრო დახმარებას არ ავალდებულებს. შინაარსით მსგავსი ვალდებულება 1994 წელს უკრაინის წინაშე შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და რუსეთმა აიღეს, როდესაც კიევს ტერიტორიული უსაფრთხოების გარანტიის სანაცვლოდ ბირთვული შეიარაღება დაათმობინეს. 20 წლის შემდეგ სამიდან ერთი თავად გახდა აგრესორი, დარჩენილი ორი კი სიტყვიერი მხარდაჭერითა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული უმნიშვნელო სანქციებით შემოიფარგლა.

 


2022 წელს დამოკიდებულება შეიცვალა, მაგრამ მხოლოდ მცირედით. უკრაინას იარაღს აწვდიან, მაგრამ პირდაპირ აცხადებენ, რომ ომში არ ჩაერთვებიან, მეტიც არაოფიციალური ცნობებით ომის შემთხვევაში რუსეთს SWIFT-იდანაც კი არ გათიშავენ. ეკონომიკურ ზეწოლას დასჯერდება რუსეთი, „მცირე შეჭრას“ თუ წავა სრულმასშტაბიან ომზე, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. უკრაინის შემდეგ კი ჯერი შესაძლოა ისევ საქართველოზე დადგეს.


განახლებული 13:10


ამასობაში რუსეთის საჯარისო გაერთიანებებმა და ცალკეულმა ქვედანაყოფებმა, რომლებიც უკრაინის საზღვრებთან არიან განლაგებული, საბრძოლო ამოცანები მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო haqqin.az–ს ჟურნალისტი უკრაინის თავდაცვის უწყებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით კიევიდან იუწყება.

სააგენტოს წყარო ამბობს, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, საბრძოლო გეგმები წარედგინა რუსეთის არმიას პოლკების, ბატალიონებისა და ოცეულების დონეზეც კი, რომლებიც საზღვრებთან არიან თავმოყრილი. ეს ახალი საგანგაშო ინფორმაციაა იმის სასარგებლოდბ რომ უკრაინაზე თავდასხმა უახლოეს დღეებში განხორციელდება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up