საქართველოში ვაქცინაციის ტემპი მსოფლიო მაჩვენებელს 263-ჯერ ჩამორჩება

საქართველოში ვაქცინაციის ტემპი მსოფლიო მაჩვენებელს 263-ჯერ ჩამორჩება

access_time2021-03-27 10:00:16

მსოფლიოში კოვივაქცინის ერთჯერადი დოზა 25 მარტის მდგომარეობით პლანეტის მოსახლეობის 6.3%-მა ანუ 490 მლნ ადამიანს აქვს  გაკეთებული. საქართველოში ეს მაჩვენებელი ოდნავ აღემატება 0.1%-ს და რაოდენობრივად 4152-ს შეადგენს. თუ მსოფლიოში ვაქცინირულ პირთა რაოდენობა ინფიცირებულთა რიცხვს 3.92-ჯერ აღემატება. საქართველოში 67-ჯერ ჩამორჩება, რისი მიზეზიც აცრების პროცესის დაგვიანებით დაწყებასთან ერთად ვაქცინაციის მიმართ უკიდირესად დაბალი ნდობაა.


პროცენტულად ყველაზე მეტი - 114% ისრაელშია აცრილი. (რადგან ვაქცინა ორდოზიანია ვაქცინირებულთა რაოდენობამ 100%-ს გადააჭარბა). მეორე ადგილზე 77%-ით არაბთა გაერთიანებული საამიროებია. სამუელს 47%-ით ჩილე ასრულებს. ევროპაში 46%-ით დიდი ბრიტანეთი ლიდერობს. შეერთებული შტატები კი 130 მლნ ვაქცინირებულით რაოდენობრივადაა პირველ ადგილზე. აშშ-სთან შედარებით ჩინეთში 47 მლნ-ით ნაკლები, 83 მლნ ადამიანია აცრილი, ინდოეთში კი მხოლოდ 53 მლნ.


ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა მოსახლეობის 20%-ს აღემატება მონაკოში, ბაჰრეინში, მალდივებზე, უნგრეთში, ყატარში, სერბეთსა და მალტაში. 10%-ს მაროკოში, სინგაპურში, ესტონეთში, ისლანდიაში, დანიაში, თურქეთში, ლიეტუვაში, ფინეთში, სლოვაკეთში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ესპანეთში, გერმანიაში, შვედეთში, ირლანდიაში და ევროპის უმეტეს ქვეყანაში.


საქართველოს მეზობლებიდან ყველაზე მეტი - 16.7% თურქეთშია აცრილი, 7.6%-ით მეორეზე რუსეთია, აზერბაიჯანში კი ვაქცინა მოსახლეობის 4.7%-ს აქვს გაკეთებული. სომხეთის მაჩვენებლი საქართველოს მსგავსად ourworldindata-ს ბაზაში არ იძებნება.


კონტინენტების მიხედვით ჩრილოეთ ამერიკაში 24%-ა აცრილი, სამხრეთ ამერიკაში 7.2%, ევროპაში 14.5%, აზიაში 4.3%, აფრიკაში 0.7% და ავსტრალიაში 1.3%.  


რამდენად იმუშავა ვაქცინამ? თუ ისრაელში იანვარში დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8-9 ათასს აჭარბებდა, 24 მარტს მხოლოდ 339 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 60-70-დან 10-12-მდე შემცირდა. ბრიტანეთში ინფიცირების ყოველდღიური ზრდის ტემპი 50 000-დან 5500-მდე შემცირდა, გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი 1200-1500-დან 100-მდე. შეერთებულ შტატებში კი ინფიცირებულთა რაოდენობა 240 000-დან 60 000-მდე, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 4400-დან 1200-მდე შემცირდა.


მართალია შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრ მატებას მეორე ტალღა დაერქვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზაფხულში შემთხვევები შემცირებული იყო. თუ 2020 წლის აპრილში მსოფლიოში 2.5 მლნ ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ივნისში ეს რიცხვი 4.8 მლნ-მდე გაიზარდა, აგვისტოში კი 8 მლნ-მდე. დღიური დადებითობის მაჩვენებელი აპრილ-მაისში 80-100 ათასის ფარგლებში მერყეობდა, ივლის-აგვისტოში 250 000-ს გადააჭარბა. ოქტომბერ-ნოემბრიდან უბრალოდ ზრდის ტემპი დაჩქარდა და 8 იანვარს პიკს 845 358-ს მიაღწია. ასევე იანვარში გადააჭარბა გარდაცვლილთა დღიურმა რაოდენობამ 2-ჯერ 17 000-ს. რეკორდი - 17 638 კი 20 იანვარს დაფიქსირდა. იანვრის მეორე ნახევრიდან მარტამდე შეინიშნებოდა როგორც ინფიცირების ახალი შემთხვევების, ასევე გარდაცვლილთა რაოდენობის კლება. მარტიდან კი ისევ მცირე ტემპით მატება დაიწყო.


პანდემიამ უკან დაიხია საქართველოშიც. ნოემბერსა და დეკემბერში ინფიცირებულთა რაოდენობამ 90 000-ს გადააჭარბა, თებევალში 13 000-ს, მარტის პირველი 25 დღეში კი 10 000-ს ჩამოსცდა, თუმცა მიზნის მიღწევა ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდა. 2020 წლის 6.2%-იანი ეკონომიკური ვარდნის შემდეგ, იანვარში მშპ კიდევ 11.5%-ით შემცირდა.


საქართველოში ვაქცინაცია საკმაოდ გვიან 15 მარტიდან ბრიტანული astrazeneca-თი დაიწყო. 18 მარტს ახალციხეში ვაქცინიდან რამდენიმე წუთში 27 წლის ექთან მეგი ბაქრაძეს სავარაუდოდ ანაფელაქსიური შოკი განუვითარდა, რის შედეგადაც მეორე დღეს თბილისში საუნივესიტეტო კლინიკაში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ტრაგიკულმა შემთხვევამ ვაქცინის მიმართ ისედაც დაბალი ნდობა კიდევ უფრო შეამცირა.



ქვეყანაში ანტივაქსერული განწყობა აცრების დაწყებამდეც ძლიერი იყო. თებერვალში NDI-ის მიერ გამოკითხულ პირთა მხოლოდ 35% აცხადებდა ვაქცინაზე თანხმობას, 53% კი წინააღმდეგი იყო. მოწინააღმდეგეთა სპექტრი ფართოა, ნაწილი დაჩქარეულად დამტკიცებულ ვაქცინას არ ენდობა, ნაწილი ყველა ვაქცინის წინააღმდეგია. ზოგს კონკრეტულად „ასტრაზენეკა“ არ მოსწონს და ამერიკულ „ფაიზერს“ ელოდება. უფრო ადრე ეს ადამიანები ჩინური ვაქცინის შესაძლო იმპორტს აპროტესტბდნენ. ასევე არსებობენ შეთქმულების თეორიის მომხრეები, ადამიანები რომლებსაც სჯერათ, რომ ვაქცინა აბორტირებული ბავშვის უჯრედებს შეიცავს, დნმ-ს ცვლის, მოგონილია კაცობრიობის რაოდენობის გასანახევრებლად ან სულაც დასაჩიპად.


მიუხედავად იმისა რომ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პრეზიდენტი და ჯანდაცვის მინისტრი პირდაპირ ეთერში აიცრნენ, სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი ამტკიცებდა, რომ „astrazeneca“ მხოლოდ წარწერა იყო და შუშაში სინამდვილეში სხვა სითხე ესხა.


ახალციხეში მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ ანტივაქსერული განწყობა კიდევ უფრო გაამძაფრა. ვაქცინაციის დაწყებიდან 10 დღის შემდეგ საქართველოში მხოლოდ 4152 ადამიანია აცრილი. აცრაზე უარს თვით მედიკოსებიც კი აცხადებენ. ეპიდემიოლოგთა განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ არსებობს გარკვეული რისკები ვაქცინის დადებითი მხარეები უარყოფითს ბევრად აღემატება და უმოქმედობის შემთხვევაში კოვიდი გაცილებით მეტ ადამიანს მოკლავს ვიდრე ვაქცინა, თუმცა მოწოდებები დიდწილად ისევ მოწოდებებად რჩება.


მსოფლიოში ვაქცინერულ პირთა რაოდენობა ინფიცირებულთა რიცხვს 3.92-ჯერ აღემატება. საქართველოში კი 67-ჯერ ჩამორჩება. ანუ საქართველო ვაქცინაციის ტემპით მსოფლიოს 263-ჯერ ჩამორჩება. საქართველოში რომ ვაქცინაციის ტემპი იმ პროპორციით მიდიოდეს რაც მსოფლიოშია ახლა 1.1 მლნ ადამიანი უნდა იყოს უკვე აცრილი თუ მატ ინფიცირებულების რაოდენობის მიხედვით დავითვლით, ან 233 ათასი, მოსახლეობის საერთო რაოდენობის გათვასლისწინებით.


 25 მარტიდან pfizer-ით აცრები იწყება, მისდამი ნდობა შედარებით მაღალია, მაგრამ რაოდენობა შეზღუდულია, შემოტანილია მხოლოდ 29 250 დოზა, რაც დანაკარგების გამორიცხვითაც კი მხოლოდ 14 625 ადამიანისთვისაა საკმარისი.


ინფექციური პათოლოგიისა და შიდსისს ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე იმედებს „ნოვა ვაქსზე“ ამყარებს. მისი თქმით „ნოვა ვაქსი“ ტრადიციულ მეთოდზე ცილებზე დამზადებული და არა რნმ-ზე. აღნიშნული ვაქცინის მილიონ დოზას საქართველოში ივნისში ელოდებიან.


21 იანვარს მთავრობამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დაამტიკა, რომლის მიხედვითაც წლის ბოლომდე 18 წელს გადაცილებულ პირთა 60% - 1.7 მლნ ადამიანი, მოსახლეობის საერთო რაოდენობის 45%  უნდა აიცრას.


გეგმის მიხედვით პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ პირთა 65% - 45 500 ადამიანი უნდა აიცრას, შემდეგ ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციართა 60% - 1560 ადამიანი და 75 წელს გადაცილებულ პირთა 60% - 135 000 ადამიანი. მეორე ეტაპზე 65-74 წლის ასაკობრივი ჯგუფის 60% - 197 500 მოქალაქე, შემდეგ 55-64 წლის ადამიანები ბოლოს კი 18-54 წლის ასაკობრივი კატეგორიის პირებივაქცინაციის ბიუჯეტი 64 მლნ-დან 158 მლნ ლარამდე მერყეობს. ასეთი დიდ შუალედს მთავრობაში სხვადასხვა ვაქცინის ღირებულებათა შორის სხვაობით ხსნიან.


გეგმა თეორიულად შესრულებადია, მაგრამ არა ამ ტემპით. მსურველთა ნაკლებობის გამო მთავრობამ უკვე დაუშვა 65 წელს გადაცილებულ პირთა რეგისტრაციაც, თუმცა აქტიობა ამ შემთხვევაშიც დაბალია. პოპულარიზაციის მიზნით ეპიდემიოლოგები საზოგადოებისთვის ცნობადი სახეების საჯაროდ აცრას გეგმავენ განიხილება, ასაკობრივი ცენზის საერთოდ გაუქმების ვარიანტიც.


მიუხედავად იმისა, რომ თებერვლიდან კოვიდშეზღუდვები შემსუბუქდა, კვლავ ძალაში რჩება ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკაცრი და ბევრისთვის არაკონსტიტუციური კომენდანტის საათი, რომელიც ფორმით შეიძლება შინაპატიმრობას გაუთანაბრდეს. 13 მარტიდან სავაჭრო ცენტრებს შაბათ-კვირას მუშაობის უფლება მისცეს, მაგრამ ეს წესი რესტორნებზე არ გავრცელებულა. პირბადე ქუჩაშიც კი სავალდებულოა. შეზღუდვების ნაწილობრივად მოხსნის ფონზე ბოლო დღეებში მცირედით გაზრდილია დადებითობის პროცენტული მაჩვენებელი, რის გამოც რეგულაციები ხელახალი გამკაცრება უკვე ოფიციალურად განიხილება.


გარდა იმისა, რომ კოვიდრეგულაციები ადამიანის თავისუფლებას ხელყოფს, დამანგრეველად მოქმედებს ეკონომიკაზეც. 2020 ქელს მშპ 6.2%-ით შემცირდა, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ომის შემდეგ 2009 წელს ვარდნა მხოლოდ 3.7% იყო, 2010 წელს კი 6.2%-იან ზრდას დაუბრუნდა, მაშინ როცა 2021 წელს უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ მაშინ თუ ნაწილობრივ მაინც აღდგა ტურიზმი, რისი გარანტიაც არ არსებობს ზრდა 4% იქნება. უარესის სცენარის ალბათობა საკმაოდ მაღალია. ასეთ შემთხვევაში 2019 წლის დონეს ქვეყანა არათუ 2021 წელსშესაძლოა 2022 წელსაც ვერ დაუბრუნდეს. იმავე 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 15 წლიან მინიმუმამდე $617 მლნ-მდე დაეცა. 2000-იანი წლების მაჩვენებლებს დაუბრუნდა ტურისტებისა და აეროპორტებში მგზავრთნაკადის რაოდენობა. სამაგიეროდ 3.8%-ით 20.4%-მდე გაიზარდა უმუშევართა რიცხვი. სოციალური დახმარების მიმღებთა რაოენობა კი 100 000-ით გაიზარდა და 532 000-ს მიაღწია. მესამე ლოკდაუნის გამოცხადების შემთხვევაში, რისი ალბათობაც არცთუ ისე დაბალია, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. სიღარიბის ზრდა კი მხოლოდ მშრალი სტატისტიკა არ არის. საშუალოვადიან პერსპექტივაში ის კრიმინალისა და სიკვდილიანობის ზრდას იწვევს.


XIX-XX ვაქცინამ ყვავილი, პოლიომელიტი და სხვა ისეთი დაავადებები დაამარცხა რომელიც წარსულში ათობით მლნ ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდებოდა. დღემდე ცოფის პრევენციის ერთადერთ საშუალებად ვაქცინა რჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვირუსის სიმპტომური გამოვლინების შემდეგ სიკვდილიანობა 100%-ს შეადგენს და თითოეული შემთხვევა ლეტალურად სრულდება.


Covid 19 არც ყვავილია, არც შავი ჭირი, არც პოლიომელიტი, არც ცოფი და არც ესპანური გრიპი. მისი სიკვდილიანობის რეალური მაჩევენებელი, ასიმპტომური პაციენტების რაოდენობის გათვალისწინებით, ბევრად უფრო დაბალია და დაახლოებით 0.5%-ს შეადეგენს. საქართველოს მოსახლეობა 3.7 მლნ-ა და მისი 0.5% შესაბამისად 18 500-ს უდრის. მასობრივი ვაქცინაციის პირობებში შესაძლო უბედურ შემთხვევათა რაოდენობა ამ რიცხვთან მიახლოებულიც კი ვერ იქნება. ადამიანები იღუპებიან ავტოკატასტროფებში, მაგრამ არ კრძალავენ მანქნებს, ყოფილა შემთხვევა როცა პაციენტი ნარკოზიდან ვერ გამოსულა, მაგრამ ამის გამო ოპერაციები არ შეჩერებულა. არც მიწისძვრის შიშით შეჩერებულა ქალაქების მშენებლობა და არც კოსმოსიდან მომავალი შესაძლო საფრთხის გამო შეწყვეტილა ცივილიზაციის განვითარება.


კოვიდის წამალი ჯერჯერობით არ არსებობს, შესაბამისად მასთან ბრძოლოს საუკეთესო გზად მასობრივი ვაქცინაცია რჩება, მეორე გზა ნაკლებეფექტიანი ლოკდაინია, რომელიც ადამიანებს თავისუფლებას ართმევს და აღარიბებს.  


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up