კოვიდრეგულაციების ეფექტი - სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 100 000-ით გაიზარდა

კოვიდრეგულაციების ეფექტი - სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 100 000-ით გაიზარდა

access_time2021-02-13 10:00:29

2020 წლის სიღარიბის სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ცნობილია სოციალური დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა, რომელიც ერთ წელიწადში რეკორდულად 100 000-ით გაიზარდა და 532 000-ს მიაღწია.


მიმდინარე წლის იანვრის მდგომარეობით სოციალურ დახმარებას მოსახლეობის 14.39% - ყოველი მეშვიდე ადამიანი იღებდა. კიდევ ერთი ამდენი დახმარების მიმღებთა რიგებში დგას.


სიღარიბის ზრდაზე პირდაპირი გავლენა კოვიდრეგულაციებმა იქონია. 2020 წელს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 1994 წლის შემდეგ.


პირველი ლოკდაუნის დროს 200 ლარიანი კომპენსაციით 162 000-მა ადაიანმა ისარგებლა, მათგან 70 000-ზე მეტმა დახმარება 6-ჯერ აიღო, ანუ მათ ვეღარც ძველ სამსახურში აღიდგინეს თავი და ვეღარც სხვაგან დასაქმდნენ. გარდა ამისა ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება 249 000 პირს ჩაერიცხა. მეორე ლოკდაუნის გამო უმუშევართა კომპენსაცია ამ დრომდე გრძელდება.


2021 წლის ბიუჯეტი არარეალისტურ 4.3%-იან ზრდაზეა აგებული. ეროვნული ბანკის პესიმისტური პროგნოზით, იმ შემთხვევაში თუ ტურიზმი არ აღდგა, ზრდის ტემპი მხოლოდ 1% იქნება. ჯერჯერობით ზამთრის კურორტების დაკეტილია და ტურიზმის აღდგენის ნიშნები საერთოდ არ ჩანს.



მოსალოდნელია, რომ მოსახლეობის მსყიდველობითუნარიოანობის შემცირებამ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს და გაყიდვები აკრძალვების გაუქმების შემდეგაც შემცირდეს, რაც თავის მხრივ ახლო მომავალში დასაქმებულთა რაოდენობის და მათი ხელფასების შემცირების მიზეზი გახდება.


ჯერ კიდევ პანდემიამდელ პერიოდში დღიურად 2 ლარზე ნაკლებს 133 000 ადამიანი მოიხმარდა. უცნობია რამდენით გაიზარდა ეს რიცხვი 2020 წელს, თუმცა ფაქტია, რომ გაიზარდა. მსოფლიო ბანკის ოქტომბრის პროგნოზით სიღარიბის ზღვარს მიღმა (სიღარიბის და არა სიღატაკის) მყოფ პირთა რაოდენობა 160 000-ით უნდა გაზრდილიყო შემოსავალი კი ჯამში 400 000 ადამიანს შემცირებოდა. იგივე კვლევა საქართველოში ეკონომიკის 6%-იან ვარდნას ვარაუდობდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეკონომიკა რეალურად 6.1%-ით შემცირდა, რაც პროგნოზირებულ მაჩვენებელთან საკმაოდ ახლოსაა, მაშინ სიღარიბის ზრდის პროგნოზიც რეალური უნდა იყოს.


მსოფლიო ბანკის გლობალური კვლევის მიხედვით, პანდემიის მიზეზით დაწესებული კოვიდრეგულაციების შედეგად სიღატაკეში მცხოვრებ პირთა რაოდენობა პლანეტის მასშტაბით 150 მლნ-ით გაიზრდება. ეს უფრო დიდი რიცხვია ვიდრე ცალკე აღებული რუსეთის ან იაპონიის მოსახლეობა უფრო დიდი ვიდრე საფრანგეთისა და ბრიტანეთის მოსახლეობა ერთად.


რეგულაციების საჭიროების შესახებ, როგორც მორალური, ასევე პრაგმატული კუთხით კამათი დღემდე გრძელდება. მომხრეთა არგუმენტით მთავრი ადამიანის სიცოცხლეა და არა ეკონომიკა. მოწინააღმდეგეები ადამიანის სიცოცხლის უფლებას ეჭვქვეშ არ აყენებენ, თუმცა ოპონენტებს ახსენებენ, რომ შიმშილით და არასრულფასოვანი კვებით ყოველწლიურად 8 მლნ ადამიანი იღუპება, 4-ჯერ მეტი ვიდრე კოვიდით. მათი დამატებითი არგუმენტი თავისუფლების ფუნდამენტური უფლებაა. საქართველოს საკოსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის გარეშე კომენდანტის საათის გამოცხადება დასაშვებად ცნო, გერმანიაში ბადენ-ვიურტემეგის მხარის სასამართლომ კი არალეგალურად. 


2020 წლის რეცესიის შეფასებისას, ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ Commersant-ს განუცხადა, რომ კოვიდრეგულაციების 99% უსარგებლო იყო და მათ გარეშე ეკონომიკური ზრდა დადებითი იქნებოდა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up