პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განახევრდა და 15 წლიან მინიმუმს გაუტოლდა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განახევრდა და 15 წლიან მინიმუმს გაუტოლდა

access_time2021-03-11 11:40:05

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წელს 52.9%-ით $617 მლნ-მდე შემცირდა, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, 2017 წლის მონაცემს კი 3.2-ჯერ ჩამორჩება. მხოლოდ მეოთხე კვარტალში ინვესტიციების გადინებამ $103 მლნ შეადგინა, მსგავს შემთხვევას პრეცენდენტი არ გააჩნია. აღნისნულს საქსტატი საწარმოთა ნაწილის საქართველოს რეზიდენტთა საკუთრებაში გადასვლით ხსნის.


ინვესტიცებში რეინვესტირების მაჩვენებელმა $561 მლნ-ს 90.9%-ს მიაღწია, ეს აბსოლუტური რეკორდია. სააქციო კაპიტალი მხოლოდ $9 მლნ-ა, 1.5%-ზე ნაკლები, სავალო ვალდებულებები კი $47 მლნ.


2020 წელს #1 ინვესტორი ქვეყანა $308 მლნ-ით ბრიტანეთი იყო, რომლის წილიც 50%-ს უთანაბრდება. ბრიტანეთს $172 მლნ-ით ნიდერლანდები მოსდევს, სემეულს $108 მლნ-ით თურქეთი ასრულებს. ყველაზე დიდი $209 მლნ-იანი გადინება კი პანამიდან, უიფრო სწორედ პანამაში რეგისტრირებული ფირმებიდან ფიქსირდება.

სექტორულად თითქმის 2/3 - $400 მლნ-ის ინვესტიცია საფინანსო სფეროში ჩაიდო, რაც 2019 წლის მაჩვენებელს $128 მლნ-ით აღემატება. გაორმაგებულია სამთომოპოვებითი მრეწველობაც სადაც $101 მლნ-ის ინვესტიცია განხორციელდა. ენერგეტიკაში კი ინვესტიციები 45-ჯერ, $262 მლნ-დან $5.8 მლნ-მდე შემცირდა. 2020 წელს ენერგეტიკაში ჩადებულმა ინვესტიციებმა 2019 წლის მაჩვენებელის მხოლოდ 2.2%-ს მიაღწია. თანხობრივად ყველაზე დიდი - $342 მლნ-იანი დანაკარგი სასტუმროებისა და რესტორნების მიმართულებით აღინიშნა, საიდანაც გადინებამ $222 მლნ-ს მიაღწია.


ინვესტიციების დრამატული კლება მშპ-ის ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. 2020 წელს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა, რაც ბოლო 26 წლის ყველაზე ცუდი შედეგია.


ინვესტიციები ერთადერთი არაა, რომლიც მაჩვენებლიც 2000-იანი წლების დონეს გაუთანაბრდა. მსგავსი და უფრო მძიმე სიტუაციაა ტურიზმისა და ფრენების მიმართულებითაც. 2020 წელს საქართველოში შემოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 81.3%-ით 9.358 მლნ-დან 1.747 მლნ-მდე, აეროპორტებსი მგზავრთნაკადი კი 84%-ით 5.209 მლნ-დან 834 ათასამდე შემცირდა. შედარებით ნაკლებია დანაკარგი ექსპორტში, ფულად გზავნილებში კი პირიქით ზრდაც ფიქსირდება, რაც მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც იმით აიხსნება, რომ საზღვრების ჩაკეტვის გამო ემიგრანტებს, საკომისიოს დაზოგვის მიზნით ფულის ხელზე გატანების საშუალება მოესპოთ.


სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 100 000-ით 532 000-მდე გაიზარდა. უმუშევრობის მაჩვენებელი კი 3.8%-ით 20.4%-მდე.


გარდა იმისა, რომ 2009 წელს ვარდნა ბევრად ნაკლები იყო - 3.7%, 2010 წელს ზრდა უკვე 6.2%-ს დაუბრუნდა. იგივეს თქმა 2021-ზე შეუძლებელია. ბიუჯეტი 4.3%-იან ზრდაზე დაიგეგმა, ეროვნული ბანკი 4%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა იქვე დასძენს, რომ თუ ტურიზმი არ აღდგა, რისი ნისნებიც ჯერჯერობით არ შეინიშნება, ზრდა მხოლოდ 1% იქნება. ასეთ შემთხვევაში 2019 წლის დონეს ქვეყანა არათუ 2021 წელს, 2022 წელსაც ვერ დაუბრუნდება.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up