სამორინეების ინკოგნიტო ბარათები - ფულის გათეთრების საფრთხეზე დეპუტატებიც საუბრობენ

სამორინეების ინკოგნიტო ბარათები - ფულის გათეთრების საფრთხეზე დეპუტატებიც საუბრობენ

access_time2020-01-22 11:30:18

საქართველოში ფულის გათეთრების ყველაზე მაღალი რისკი სათამაშო ბიზნესშია. ამის შესახებ ექსპერტების შემდეგ უკვე დეპუტატებიც ალაპარაკდნენ. მათი შეფასებით, სექტორში არსებული რისკი საშუალო და მაღალ დონეზეა.  მისი განცხადებით, ფულის გათეთრების რისკებზე მიუთითებს კაზინოების ინკოგნიტო ბარათებიც, რის მეშვეობითაც ანგარიშსწორება გამჭვირვალე არ არის.

 

„ის ფაქტი, რომ კაზინოს ბარათები დახურულ ბრუნვაში მოქმედებს,  ფულის გათეთრების შანსს ზრის.“-ასე გამოეხმაურა კაზინოების ინკოგნიტო ბარათებს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს პარლამენტის  დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.



„როდესაც დახურულ სივრცეში ხდება ფულის მიმოქცვა, თან ისეთ ბარათებზე,რომლის შესახებ ბევრი არაფერი  ვიცით, არ არის ცნობილი მისი ბრუნვის მოცულობა, რასაკვირველია  ხელს უწყობს ფულის გათეთრებას.ნებისმიერი დაწესებულება-კაზინო იქნება ეს თუ სხვა რამ, უნდა იყოს ხილულ ბრუნვაზე მიბმული, განსაკუთრებით ფისკალური ორგანოებისთვის.“-აცხადებს დავით ჭიჭინაძე და იმასაც უსვამს ხაზს, რომ ნებისმიერ  სამორინეს აქვს შესაძლებლობა მოთამაშის გავლით ფული გაათეთროს ან სხვა სახის არალეგალური გადარიცხვები განახორციელოს.


„მოთამაშეს დაურიცხავენ  კაზინოს ბარათზე თანხას და არა მხოლოდ თამაშის მიზნით მოიხმარს, არამედ შეუძლია ქრთამიც კი დამალოს. ასეთი  ბარათები ლეგალურად  არ უნდა ითვლებოდეს.“-აცხადებს ჭიჭინაძე.

 

დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი კაზინოების მხრიდან ფულის გათეთრების საკითხში, ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს.



„ქვეყანაში ყველაფერი რაც ანგარიშსწორებასთანაა კავშირში, კონსტიტუციით მხოლოდ ეროვნულ ბანკის  ვალდებულება და  უფლებაა რეგულაციის ფარგლებში მოაქციოს. სებ-ი კი ცდილობს მაქსიმალურად აარიდოს თავი პასუხისმგებლობას.“

 

დეპუტატი საკითხში სახელმწიფოს როლზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გაატაროს შესაბამისი პოლიტიკა. მათი პირველი ნაბიჯი  კი უნდა იყოს ის, რომ კაზინოდან მიღებული შემოსავალი  არალეგალურად ჩაითვალოს. 


„კომერსანტს’ კითხვაზე აპირებს თუ არა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  პარლამენტში ინიციატივით შესვლას, დეპუტატი პასუხობს რომ, თავად ყველანაირ ზომას მიმართავს, თუმცა,  ხელისუფლება გადასულია არააქტუალურ თემებზე. ისეთი საკითხები,რომელიც საზოგადოებისთვის ყველაზე მტკივნეულია, სათამაშო ბიზნესი თუ საბანკო საქმიანობა,  მათ არ აინტერესებსთ.  მათ შორის, არ აინტერესებთ  შრომის კოდექსიც.

 

დავით ჭიჭინაძისგან განსხვავებით, საკითხს არ იცნობს და კითხვაზე პასუხის გაცემას თავს არიდებს, საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პაატა კვიჟინაძე. კომიტეტში, რომელიც წესით ყველაზე მეტად უნდა ინტერესდებოდეს მსგავსი საკითხებით, ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე, ხედავენ თუ არა კაზინოების ინკოგნიტო ბარათებში ფულის გათეთრების საფრთხეს,არ გვპასუხობენ. კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე მედიაჰოლდინგის ზარებს არ პასუხობს, მისი მოადგილე პაატა კვიჟინაძე კი  განმარტავს, რომ  აღნიშნული საკითხით მხოლოდ მაშინ დაინტერესდება თუ კანონს შემოიღებენ და პარლამენტში საკითხის განხილვას დაიწყებენ.


შეგახსენებთ, „კომერსანტი“ რამდენიმე დღის წინ  წერდა, რომ სათამაშო ბიზნესი თავის წესებით თამაშობს და იმ მომხმარებლებს, რომლებსაც კომერციული ბანკების გვერდის ავლით საკუთარი ანგარიშის კონტროლი სურთ, გამოსავალს სთავაზობს.


გამოსავალი კი ინკოგნიტო პლასტიკური ბარათებია, რომელიც სამორინეებმა შექმნეს. ექსპერტების მოსაზრებით, ეს არის გზა, რომელიც კიდევ უფრო მეტ ადამიანს აქცევს ჭარბვალიანად, გაართულებს მომხმარებლების ფინანსური მდგომარეობის ანალიზს და გაზრდის საბანკო რისკებს.  აშშ-ის საგადასახადო სამსახურის მიერ ლიცენზირებულმა ექსპერტმა თემურ ბასილიამ კი „კომერსანტს“ განუცხადა, რომ კაზინოების ინკოგნიტო ბარათები სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს ფულის გათეთრების მიმართებაში.


ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up