კაზინოების ინკოგნიტო ბარათები ფულის უკონტროლო მოძრაობის საფრთხეს ქმნის

კაზინოების ინკოგნიტო ბარათები ფულის უკონტროლო მოძრაობის საფრთხეს ქმნის

access_time2020-01-20 10:50:14

 სახელმწიფო კვლავ  ვერ ახერხებს სათამაშო ბიზნესის გაკონტროლებას. დღემდე უცნობია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების ოფიციალური სტატისტიკა. სამაგიეროდ, სათამაშო ბიზნესის დამარეგულირებელი კანონები უკვე წლებია საპარლამენტო თაროებზეა შემოდებული. სათამაშო ბიზნესი კი თავის წესებით თამაშობს და იმ მომხმარებლებს, რომლებსაც კომერციული ბანკების გვერდის ავლით საკუთარი ანგარიშის კონტროლი სურთ, გამოსავალს სთავაზობს.

 

გამოსავალი კი ინკოგნიტო პლასტიკური ბარათებია, რომელიც სამორინეებმა შექმნეს. ეს არის გზა, რომელიც კიდევ უფრო მეტ ადამიანს აქცევს ჭარბვალიანად, გაართულებს მომხმარებლების ფინანსური მდგომარეობის ანალიზს და გაზრდის საბანკო რისკებს.

როგორც „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე განმარტავს, ახალი ტიპის ბარათების გამოშვების მიზეზი ონლაინ აზარტული თამაშების მოთამაშეების მიმართ გამკაცრებული პოლიტიკაა.

 

კეპულაძის თქმით,ინკოგნიტო ბარათებს მეორე მხარეც აქვს,  როდესაც  ადამიანები ცდილობენ ბანკებს დაუმალონ,  თავითი მიდრეკილება თამაშისადმი, ეს იმის რისკსაც ზრდის, რომ შესაძლოა პიროვნებას სხვა შემოსავალიც უფიქსირდებოდეს და ფულად ბრუნვას მალავდეს კიდეც.

 

„მოთამაშეს,რომელსაც დიდი ჩარიცხვები აქვს კაზინოსგან ან პირიქით, ბანკები სესხზე უარს ეუბნებიან. სწორედ ამის გამო სამორინეებმა გააკეთეს ინკოგნიტო ბარათები და ხელს უწყობენ მოთამაშეებს, რათა მათი იდენტიფიცირება ვერ მოახერხონ კომერციულმა ბანკებმა. აღნიშნული ბარათით შესაძლებელია ანგარიშსწორება არა მხოლოდ კაზინოში,არამედ სხვადასხვა დაწესებულებებშიც.ინკოგნიტო ბარათი იურიდიულ პრობლემას არ ქმნის, თუმცა, გარკვეული თანხა საბანკო სექტორის მიღმა რჩება, ფულის უკონტროლო მოძრაობის საფრთხეს ქმნის.“-ამბობს გიორგი კეპულაძე.


 

„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ უხილავ ბარათებზე სრულ ინფორმაციას ფლობს ეროვნული ბანკიც თუმცა, საქმეში ჯერ არ ერევა რადგან ამ მიმართულებით შესაძლო დარღვევას ჯერ ვერ პოულობს.

 


„სებ-ის განმარტებით, ბარათები პრობლემას არ წარმოადგენს. მათ  კაზინოს ფარულ ბარათებზე, „იუნიფეის“ გავლით აქვთ წვდომა, ეს ის კომპანიაა, რომელიც  აზარტული თამაშების მოყვარულებს კომფორტული სისტემა, უჩინარი ბარათები შეუქმნა. ეროვნულმა ბანკმა განმარტა, რომ ბარათები პრობლემას არ წარმოადგენს.“-აცხადებს კეპულაძე.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე ხედავს თუ არა მისი ორგანიზაცია, ეროვნული ბანკის პასუხისმგენბლობის საკითხს არსებულ ბარათებზე, კეპულაძე პასუხობს, რომ :


„ჩვენ დავსვით საკითხი,  რომ ეროვნულმა ბანკმა მიაქციოს ბარათებს და მასზე არსებულ ბრუნვას ყურადღება. ასევე კომერციული ბანკების პრეროგატივაა აკონტროლონ აღნიშნული ბარათები და მეტი ინფორმაცია ჰქონდეს მათ შესაძლო კლიენტებზე, თუ რა ტიპის ბარათებს მოიხმარენ გარდა საბანკო ბარათებისა.  რაც შეეხება სებ-ს, ის ამ ეტაპზე სათანადოდ ადევნებს თვალყურს და როგორც კი ბარათების საფრთხეს დაინახავს, საქმეში ჩაერევა და რეგულაციასაც დააწესებს. საფრთხე კი ბარათებზე დიდი ოდენობის თანხის ბრუნვას მოიაზრებს. “-ამბობს კეპულაძე.

 

 ინკოგნიტო ბარათების საკითხზე ეროვნულ ბანკსაც დავუკავშირდით, რათა გაგვერკვია იციან თუ არა ამ ბარათების არსებობის შესახებ და არის თუ არა მათი რეგულაციის ქვეშ არსებული საკითხი.  მარეგულირებელ ორგანოში გვპასუხობენ, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკი არ გახლავთ სათამაშო ბიზნესის ზედამხედველი ორგანიზაცია. შესაბამისად, ეროვნული ბანკი არ ფლობს ინფორმაციას აღნიშნული სფეროს ბიზნეს მოდელებისა და მათი რეგულირების წესების შესახებ. „ინფორმაციისთვის, საგადახდო ბარათების გამოშვების უფლება აქვს მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებად სუბიექტებს (კომერციულ ბანკებს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს) და კანონმდებლობით არსებობს ვალდებულება, რომ საგადახდო ბარათის მფლობელი იყოს სათანადოდ იდენტიფიცირებული.”-აღნიშავენ ეროვნულ ბანკში.


ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up