თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“

თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“

access_time2020-01-21 10:45:48

„კაზინოების ინკოგნიტო ბარათები სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს ფულის გათეთრების მიმართებაში და ამიტომაც, მისი გამოყენება დაუშვებლად მიმაჩნია“-ამის შესახებ „კომერსანტს“ აშშ-ში მცხოვრებმა ფინანსისტმა, აშშ-ის საგადასახადო სამსახურის მიერ ლიცენზირებულმა ექსპერტმა თემურ ბასილიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ეს ეხება არა მხოლოდ კაზინოსთან დაკავშირებულ ბარათებს, არამედ ყველა სფეროს.

 

 როგორც ბასილია აცხადებს, აღნიშნული საკითხით, პირველ რიგში, ეროვნული ბანკი უნდა დაინტერესდეს, რადგან სადებეტო ბარათები მარეგულირებლის  კომპეტენციაა.ამასთან, ფულის გათეთრების სამსახურიც ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაშია.

 

 „რა თქმა უნდა, არც ფინანსთა სამინისტრო უნდა იყოს განზე და შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ წამყვანი მაინც ეროვნული ბანკი და ფულის გათეთრების სამსახური უნდა იყოს. ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა. ეს არის ინკოგნიტო ბარათების გამოყენების მიზანი. ამ დროს ფულს ათეთრებს კაზინოც და ის პიროვნებაც ვინც იყენებს ამ ინკოგნიტო ბარათს ... იმ სახელმწიფო უწყებებმა, ვისაც ევალება ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა (ერ. ბანკი, ფულის გათეთრების წინააღმდეგ სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო) უნდა უზრუნველყონ კანონის დაცვა“-აღნიშნავს ბასილია.

 

 მისი განცხადებით, აშშ-ში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამიტომაც, ამ ქვეყანაში ანგარიშსწორება და ფულად გადარიცხვებთან დაკავშირებული ოპერაციები მკაცრად რეგულირდება.

 


 როგორც ბასილია განმარტავს, რა თქმა უნდა, საკრედიტო ბარათების გამოშვების უფლება არა მხოლოდ ბანკებს, კერძო კომპანიებსაც აქვთ, მაგრამ ეს ექვემდებარება სახელმწიფოს მკაცრ კონტროლს. არავითარი ინკოგნიტო ბარათები, რომლითაც შესაძლებელი იქნება ფინანსური ანგარიშწორება, აშშ-ში  არ არის, მათ შორის არც კაზინოში.

 

„კაზინოში ფულით ვერ ითამაშებ: იქ არის სხვადასხვა ღირებულების სპეციალური ჟეტონები/მონეტები რომლებსაც ყიდულობ და მხოლოდ მისი მეშვეობით შეგიძლია თამაში. თუ მოიგებ, მოგებული მონეტები მიგაქვს სალაროში სადაც გადაგიცვლიან მას ნაღდ ფულში. რაც მთავარია, თუ მოგება აღემატება დაწესებულ თანხას, კაზინო ავტომატურად გიქვითავს მოგების 25%-ს, რომელსაც შენს სახელზე იხდის ფედერალურ ბიუჯეტში.ამის დასადასტურებლად კაზინო გაძლევს სპეციალურ ფორმას W2-G, რომლის ერთ ასლსაც უგზავნის საგადასახადო სამსახურს. წლის ბოლოს კი, პიროვნება ვალდებულია კაზინოში მიღებული მოგება ასახოს წლიურ დეკლარაციაში„-აცხადებს ბასილია.

 

 შეგახსენებთ, „კომერსანტი“  გუშინ წერდა, რომ სათამაშო ბიზნესი თავის წესებით თამაშობს და იმ მომხმარებლებს, რომლებსაც კომერციული ბანკების გვერდის ავლით საკუთარი ანგარიშის კონტროლი სურთ, გამოსავალს სთავაზობს.


 გამოსავალი კი ინკოგნიტო პლასტიკური ბარათებია, რომელიც სამორინეებმა შექმნეს. ექსპერტების მოსაზრებით, ეს არის გზა, რომელიც კიდევ უფრო მეტ ადამიანს აქცევს ჭარბვალიანად, გაართულებს მომხმარებლების ფინანსური მდგომარეობის ანალიზს და გაზრდის საბანკო რისკებს.

 

 სოფო ქსოვრელი 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up