ინფლაციამ მიზნობრივ მაჩვენებელს 2.4-ჯერ გადააჭარბა - მთავარი მაპროვოცირებელი ლარის კურსია

ინფლაციამ მიზნობრივ მაჩვენებელს 2.4-ჯერ გადააჭარბა - მთავარი მაპროვოცირებელი ლარის კურსია

access_time2021-04-05 12:00:57

წლიურმა ინფლაციის განაკვეთმა მარტში მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს 2.4-ჯერ გადააჭარბა და 7.2%-ს მიაღწია. ლარის ვარდნის პირობებში უახლოეს მომავალში ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდაა მოსალოდნელი. მართალია გასულ წელს ეროვნული ვალუტა უფრო სწრაფად გაუფასურდა, მაგრამ ის ნაწილობრივ ნავთობზე ფასების 70%-იანმა შემცირებამ დააკომპენსირა, წელს ნავთობი $22-ის ნაცვლად ისევ $65 ღირს, ლარის კურსი კი 3.4-ს აჭარბებს.


ფასების მკვეთრი ზრდა ენერგორესურსებზე იანვრიდან დაიწყო. ფიზიკური პირებისთვის ელექტროენერგია 18-24 პროცენტით გაძვირდა. კომერციული მომხმარებლებისთვის 55-70 პროცენტით. წყალი შესაბამისად 16 და 48 პროცენტით.  დამატებით 28%-ით გაუძვირდათ ბუნებრივი გაზი კომერიულ მომხმარებლებს. იმის გამო, რომ ბიუჯეტი 4 თვის განმავლობაში ფიზიკურ პირებს კომუნალურ გადასახადებს უფარავდა, საქსტატმა გაძვირება გაიაფებად შერაცხა, რამაც შექმა იმის ილუზია, რომ თითქოს იანვარ-თებერვალში ინფლაციის განაკვეთი 2.8 და 3.6 პროცენტს შეადგენდა. უწყებამ სპეციალური განმარტებაც გაავრცელა და მეთოდოლოგია იმით ახსნა, რომ მოქალაქეებს საფასურის გადახდა საკუთარი ჯიბიდან არ უწევდათ, თუმცა არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რატომ შეცვალა მეთოდოლოგია დეკემბრიდან, მაშინ როცა სუბსიდირების პროგრამა ნოემბრიდან დაიწყო და ზუსტად ისეთივე პროგრამა 2020 წლის მარტიდან მაისის ჩათვლითაც მოქმედებდა. იმის გასარკვევად თუ რატომ შეიცვალა მეთოდოლოგია "კომერსანტი" საქსტატს დაუკავშირდა. სადაც განმარტეს, რომ ნოემბერში არ ჰქონდათ ინფორმაცია თუ რამდენმა მომხმარებელმა ისარგებლა სუბსიდიით, გაზაფხულზე კი შედარებით  მოკლევადიანი პერიოდის გამო კორექტირების გადაწყვეტილება არ მიუღიათ.


საქსტატის ასეთი დათვლით მარტში წყალმომარაგებაზე ფასები 58%-ით, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე კი 51%-ით გაიზარდა, რამაც თვის 4.2%-იან ინფლაციაში 2.97 პროცენტული პუნქტით ჰპოვა ასახვა. მარტიდან მართალია ბიუჯეტი მოსახლეობას კომუნალურ გადასახადებს მთლიანად აღარ უხდის, მაგრამ უფარავს გაძვირებულ სხვაობას. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ამჟამადაც ფიქრობს, რომ ფასნამატის სუბსიდირების გამო გაძვირება ინფლაციაში შესატანი არ უნდა იყოს.


ელექტროენერგია ერთადერთი პროდუქტი არაა, რასაც სახელმწიფო ასუბსიდირებს. დეკემბრიდან დაწყებული ფქვილის სუბსიდირება რომელიც 50 კგ-იან ტომარაზე 10 ლარს შეადგენდა და 31 მარტს უნდა დასრულებულიყო, ჯერ 15 ლარამდე გაიზარდა, შემდეგ კი ივნისამდე გაგრძელდა. სუბსიდირების გარეშე პური 15-20 თეთრით გაძვირდებოდა. სწორედ ამდენით 20 თეთრით  ანუ 20%-ით, 1.20 ლარამდე გაძვირდა პური თონეებში, რადგან მათ სუბსიდირება არ შეხებიათ.



1 წლის განმავლობაში ოფიციალურად სურსათი და უალკოჰოლო სასმელი 5.7%-ით გაძვირდა, მათ შორის ზეთი 35.8%-ით, ყავა და ჩაი 13.7%-ით, შაქარი 13%-ით, თევზეული 12.2%-ით, რძის ნაწარმი 8.5%-ით, პური 7.7%-ით. საქსტატი ფასების აღრიცხვას ქვეყნის 6 დიდ ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გორი, ზუგდიდი, თელავი) 10-დან 20 რიცხვამდე ახდენს, რადგან ზეთი დამატებით მარტის ბოლოს გაძვირდა აღნიშნული სტატისტიკაში ვეღარ მოხვდა. კვების პროდუქტების გარდა წლის განმავლობაში ჯანდაცვა 13.7%-ით გაძვირდა, ავეჯი - 12%-ით, ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო - 8.9%-ით, ტრანსპორტი - 5.8%-ით.


ფასების ზრდა 20 მარტს არ დასრულებულა და უახლოეს პერიოდში მისი კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელი. ფასების ზრდას ელიან საავადმყოფოებში და კვების ობიექტებში. ლარის კურსთან ერთად დამატებით გავლენას  საწვავის ფასიც ახდენს. ყველაზე იაფი რეგულარის ტიპის ბენზინი 2 აპრილის მდგომარეობით უკვე 2.57-2.61 ლარი ღირს, დიზელის ფასი კი 2.62 ლარიდან იწყება და 2.82 ლარზე ადის. რაც შეეხება პრემიუმს, მისი ფასი 2.78-2.82 ლარის ფარგლებში მერყეობს. ნავთოპროდუქრების იმპორტიორთა კავშირში ადასტურებენ, რომ საწვავი კიდევ გაძვირდება.


იმ რაოდენობის პროდუქციისა და მომსახურების შესაძენად რასაც 2019 წლის მარტში 100 ლარი სჭირდებოდა, 2021 წლის მარტში 113.75 ლარია საჭირო, ეს მაშინ როცა 2020 წელს ეკონომიკა 6.2%-ით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში კი 8.3%-ით შემცირდა. 2020 წელს სოციალურ დაუცველთა რაოდენობა 100 000-ით 532 000-მდე გაიზარდა, სამსახური კი 115 000-მა ადამიანმა დაკარგა, მათი 94% მცირე ბიზნესში იყო დასაქმებული. 2021 წლის მარტში 200 ლარიანი კომპენსაცია, რომელიც მეორე ლოკდაუნის შედეგად უმუშევრად დარჩენილ ადამიანებზე გაიცემა, 130 645-მა ადამიანმა მიიღო.


ელექტროენერგიისა და ფქვილის სუბსიდიის გაუთვალისწინებლად ცხადია ინფლაცია უფრო მაღალი იქნებოდა. მთავრობა დილემის წინაშე დგას მიუშვას ინფლაცია, თუ გაზარდოს სუბსიდირების პროგრამა. სუბსიდიაზე თანხები ბიუჯეტიდან გამოიყოფა, რომელსაც გადასახადების გადამხდელები ავსებენ, ანუ მას ირიბად ისევ მოსახლეობა იხდის. კრიზისის ფონზე ხაზინის შემოსავლები გადასახადებით ვერ გაიზრდება და დამატებითი ხარჯებისთვის ან ახალი ვალის აღებაა საჭირო, რომელიც ისედაც მშპ-ის 60%-ს გადასცდა, ან რაიმე სხვა პროექტებზე დაფინანსების მოკლება.


ქვეყანაში ფასების სტაბილურობაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია, თუმცა ამ დრომდე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც თუნდაც დაგეგმილზე 2-ჯერ მაღალი ინფლაციის გამო, სების ხელმძღვანელობიდან ვინმეს თანამდებობა დაეტოვებინოს. 


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up