ნავთობიმპორტიორთა კავშირში საწვავის ფასების მოსალოდნელ ზრდას ადასტურებენ

ნავთობიმპორტიორთა კავშირში საწვავის ფასების მოსალოდნელ ზრდას ადასტურებენ

access_time2021-04-02 14:30:28

ლარის მიმდინარე კურსი 3.45-ს გადასცდა, რაც 1 კვირის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 12 თეთრით მეტია. საწვავის საცალო ფასებზე გაუფასურებული ლარის გავლენის შესაფასებლად "კომერსანტი" ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტს ვანო მთვრალაშვილს დაუკავშირდა.


ვანო მთვრალაშვილი ადასტურებს, რომ ლარის ვარდნა საწვავის ფასზე უარყოფითად აისახება. მისი განმარტებით საქართველოში ბენზინისა და დიზელის ღირებულებაზე გავლენას ძირითადად ორი ფაქტორი ახდენს: საერთაშორისო პლატსის ფასი და ვალუტის კურსი. როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო, პირველი ფაქტორის გავლენა ჯერ ბოლომდე ამოწურული არ იყო, შესაბამისად დამატებით კურსის ზეწოლა ფასების ზრდის ახალ ტალღას გამოიწვევს.


'კომერსანტის" კითხვაზე თუ რამდენ ხანში აისახება კურსის გავლენა საცალო ფასებზე და რა მოცულობით ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტმა კონკრეტული პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ წინა პერიოდში იმპორტიორები ფასებს 3-5 თეთრიანი ბიჯებით ზრდიდნენ.


საწვავი საკმაოდ არაელასტიური პროდუქტია და მისი ფასის ზრდა მოხმარებას ან საერთოდ ვერ ამცირებს, ან ამცირებს, მაგრამ ბევრად ნაკლები მოცულობით. ვანო მთვრალაშვილის განმარტებით შეზღუდვების, კონკრეტულად კი კომენდანტის საათის გამო მოხმარება მაინც შემცირდა.  რაც შეეხება გასულ წელს დაფიქსირებული მცირედ ზრდას, გაიზარდა 0.9%-ით 1.106 მლნ ტონამდე, მისი მიზეზი იაფი ნავთობის პერიოდში მარაგების შექმნა გახდა. იმპორტიორებმა იმავე და ოდნავ მეტი მოცულობის ნავთობშიც 2020 წელს $259 მლნ-ით ნაკლები - $498 მლნ გადაიხადეს.



31 მარტის მდგომარეობით, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ყველაზე დაბალფასიანი რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი 2.53 ლარიდან იწყება და 2.63-ზე ადის. პრემიუმის ფასები 2.73-2.79 ლარის ფარგლებში მერყეობს, დიზელის მინიმალური ფასი 2.53 ლარია, მაქსიმალური - 2.76.


რადგან გაძვირებული საწვავის ტრანსპორტირების ხარჯებს ზრდის, ის კურსთან ერთად იმპორტირებული პროდუქციის ფასზებზე დამატებით ზეწოლას ახდენს და ინფლაციას აჩქარებს.


ბოლო პერიოდში საწვავზე აქციზის განახევრების იდეა პოპულარული გახდა, ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირდაპირი დათვლებით 1 ლიტრი ბენზინის ფასი 19 თეთრით შემცირდებოდა, თუმცა ამავე დროს ბიუჯეტს შემოსავლების სახით 276 მლნ ლარი დააკლდებოდა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up