ნავთობკომპანიების მოთხოვნა აქციზის განახევრებაზე ბიუჯეტს 276 მლნ ლარით შეამცირებს

ნავთობკომპანიების მოთხოვნა აქციზის განახევრებაზე ბიუჯეტს 276 მლნ ლარით შეამცირებს

access_time2021-03-19 12:00:01

საქართველოში საწვავის ფასი ყოველკვირეულად იზრდება და მან უკვე გაასწრო პანდემიამდელ მაჩვენებელს. საერთაშორისო ფასი 2020 წლის იანვრის დასაწყისის ანალოგიურია - ბარელზე $68 ღირს, მაგრამ 14 თვის წინ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.87 იყო, ახლა კი 15.6%-ით მეტი - 3.32. უახლოესი პერიოდის პროგნოზი არადამაიმედებელია. ამ ფონზე, ნავთობკომპანიების მხრიდან, აქციზის საფასურის განახევრების ინიციატივა კვლავ აქტუალური გახდა.


18 მარტის მდგომარეობით, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი რეგულარის ტიპის ბენზინი 2.45-2.50 ლარი ღირს, პრემიუმი 2.67-2.71, დიზელის ფასი 2.53-დან იწყება და 2.73-ზე ადის. იმპორტიორების განცხადებით, მათი მოგების მარჟა შემცირებულია და მიზეზად პლატსზე ფასის უფრო მკვეთრ ზრდას ასახელებენ.


სიგარეტისა და ალკოჰოლური ნაწარმის მსგავსად, საქართველოში საწვავიც აქციზით იბეგრება. 2017 წლამდე 1 ტონა ბენზინზე (1300 ლიტრი) აქციზი 250 ლარი იყო, დიზელზე კი 150 ლარი. 2017 წელს ქვეყანა მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადავიდა, იმ შემთხვევაში თუ კომპანია მოგების რეინვესტირებას მოახდენდა 15%-იანი გადასახადი უნულდებოდა. რეფორმამ იმუშავა, 3%-ს ჩამოცილებული ეკონომიკური ზრდის ტემპი 5%-მდე გაიზარდა, 2020 წელს ჯამურ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, რომელიც 15 წლიან მინიმუმამდე შემცირდა, რეინვესტირების წილმა 91%-ს მიაღწია, ანუ ახალი ინვესტიცია პრაქტკულად არ განხორციელებულა და მიზერული თანხების მობილიზება მხოლოდ რეინვეტირების ხარჯზე მოხდა. რეფორმას უარყოფითი მხარეებიც გააჩნდა, კერძოდ ბიუჯეტში შემოსავლების შემცირების დასაბალანსებლად ბენზინზე აქციზის ფასი გაორმაგდა, დიზელზე კი 167%-ით 400 ლარამდე გაიზარდა.


ცვლილებების მიღებამდე მომხმარებელი 1 ლიტრ ბენზინში აქციზის საფასურს 19 თეთრს იხდიდა, დიზელში 12 თეთრს. ცვლილებების შემდეგ ფასები 19-19 თეთრით 38 და 31 თეთრამდე გაიზარდა.


საწვავი არაელასტიური პროდუქტია და ფასების ზრდა მომხარებას ვერ ამცირებს, ან ამცირებს, მაგრამ ბევრად უფრო ნაკლები მოცულობით. გარდა ამისა ტრანსპორტირების ხარჯის გაზრდა გავლენას ინფლაციაზეც ახდენს. თუ 2011 წელს ინფლაციის განაკვეთი 2.1% იყო, 2017 წელს 6%-მდე გაიზარდა, თუმცა უკვე მომდევნო 2018 წელს კვლავ 2.6%-მდე შემცირდა.



რა მოხდება თუ განაკვეთი ისევ 2016 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება? პირდაპირი დათვლით საცალო ფასები ისევ 19-19 თეთრით უნდა შემცირდეს, მაგრამ არ არის გამორიცხული კლება უფრო ნაკლები იყოს და იმპორტიოებმა განაცხადონ რომ გადაწყვეტილებით მხოლოდ ფასის ზრდის გარდაუვალი აუცილებლობა მოიხსნა და შემცირების საშუალება არ არსებობს, თუმცა მომხმარებელი ამ შემთხვევაშიც მოგებულია, რადგან როგორც მინიმუმ ფასების ზრდის ტემპი შეჩერდება.


ნავთობზე გლობალურმა ფასების ვარდნამ 2020 წელს საქართვლოს იმპორტი $259 მლნ-ით $498 მლნ-მდე შეამცირა. იმავე პერიოდში კარანტინის მიუხედავად მოხმარება არ შემცირებულა, პირიქით 0.9%-ით 1.106 მლნ ტონამდე გაიზარდა კიდეც. ბენზინის იმპორტი 0.7%-ით 540 ათას ტონამდე შემცირდა, დიზელის კი 2.5%-ით 566 ათას ტონამდე გაიზარდა.


საწვავზე დაწესებული აქციზით ბიუჯეტმა $496 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, ბენზინიდან $270 მლნ და დიზელიდან $226 მლნ. ძველი განაკვეთის დაბრუნების შემთხვევაში შემოსავლები $276 მლნ-ით $220 მლნ-მდე შემცირდებოდა.


იმ ფონზე როდესაც სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-ს აჭარბებს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 7%-ს გადასახადის შემცირება არარეალისტურად გამოიყურება. რეალურად ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე ამის რესურსიც არსებობს, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის დროს, რასაც პოლიტიკური კრიზისიც ემატება,თუ მთავრობა უმუშევართა რაოდენობის ზრდას არ დასთანხმდება. უმუშევრობა 2021 წელს ისედაც 3.8%-ით გაიზარდება და 20%-ს გადააჭარბებს. 


მიუხედავად იმისა, რომ საქსტატმა გაძვირებული ელექტროენერგია მინუს ნიშნით დაითვალა, თებერვალში ინფლაციის განაკვეთმა 3.6%-ს მიაღწია. ელექტროენერგიაზე სუბსიდირების გარეშე ის 5.4%-ზე მეტი იქნებოდა. სუბსიდირების პროგრამა თებერვალში დასრულდა. მარტში საწვავი დამატებით გაძვირდა. თუ პროცესი გაგრძელდა სამომხმარებლო ფასები კიდევ უფრო მეტად გაძვირდება, რაც ყველაზე დიდ დარტყმას პირველ რიგში სოციალურად დაუცველ ადამიანებს მიაყენებს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up