ეკონომიკა მეთორმეტე თვეა მცირდება - დამაიმედებელი არც 2021-ის მოლოდინია

ეკონომიკა მეთორმეტე თვეა მცირდება - დამაიმედებელი არც 2021-ის მოლოდინია

access_time2021-04-02 11:00:33

თებერვალში ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა, იანვართან შედარებით ვარდნის ტემპი განახევრებულია, რაც სიტუაციის გამოსწორებას არ ნიშნავს. კოვიდრეგულაციების შერბილებამ თავის პოზიტიური როლი ითამაშა, მაგრამ მნიშვენლოვანია საბაზისო პერიოდის გახსენაბც. 2020 წლის იანვარში ზრდა 5.1% იყო, თებერვალში მხოლოდ 2.2%, ანუ გაუარესდა შესადარებელი პერიოდი, რამაც პოზიტიური განწყობის ილუზია შექმნა.


იანვარ-თბერვალში ეკონომიკა 8.3%-ით შემცირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში ზრდა 3.7% იყო. მართალია შარშან თებერვალში ჯერ მკაცრი რეგულაციები არ იყო ამოქმედებული, მაგრამ ნეგატიური მოლოდინები უკვე არსებობდა. ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლა ჯერ კიდევ 29 იანვარს, ირანთან კი 23 თებერვალს შეწყდა. შარშან თებერვალში ვიზიტორების რაოდენობა 2019 წლის თებერვალთან შედარებით 0.7%-ით იყო შემცირებული, რომ არა ნაკიანი წელი ვარდნა 4% იქნებოდა, ეს მაშინ როცა იანვარში ზრდის ტემპი 19.7%-ს შეადგენდა.


ეკონომიკამ ვარდნა გასული წლის მარტში დაიწყო და 2.7%-ით შემცირდა, აპრილში კი სრული ლოკდაინის დროს, როდესაც სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა ყველა და ყველაფერი დაიკეტა, მათ შორის მიტანის სერვისიც კი შეიზღუდა ვარდნამ 16.6%-ს მიაღწია. თუ რეგულაციები არ გამკაცრდა 2021 წლის აპრილში შეიძლება ორნიშნა ზრდაც კი დაფიქსირდეს, მაგრამ ეს ზრდა სიამაყისა და თავის მოწონების საფუძველი არ უნდა გახდეს, ამ ზრდის უმთავრესი და შესაძლო ერთადერთი მიზეზი ძალიან ცუდი შესადარებელი პერიოდი იქნება. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით საქართველო სიერა-ლეონეს 770%-ით, სამხრეთ სუდანს 1167%-ით კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას კი 1265%-ით უსწრებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მდიდარი ქვეყანაა. „ზაპოროჯეცს“ ძველი „ოპელიც“ გაასწრებს, მაგრამ ამ გამარჯვებით ის სპორტული ავტომობილი ვერ გახდება.


რამდენი იქნება 2021 წელს მშპ-ს რელური ზრდა პირველი კვარტალის შემდეგ ჯერ კიდევ ძალიან რთულია. ბიუჯეტი 4.3%-იან ზრდაზე დაიგეგმა, ეროვნული ბანკი 4%-იან ზრდას ვარაუდობს, ისიც მაშინ თუ ტურიზმი აღდგა, სხვა შემთხვევაში კი სების პესიმისტური პროგნოზით ზრდა მხოლოდ 1% იქნება. ჯერჯერობით ცნობილი მხოლოდ 2 თვის მონაცემია,რა დროსაც მშპ 8.3%-ით შემცირდა.



მთავრობა 2020 წელსაც 5%-იან ზრდას ელოდა. შეზღუდვების პირველი ტალღის დროს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, საპროგნოზო მაჩვენებელი 2-3 პროცენტამდე შემცირდა, შემდეგ იყო ნულოვანი ზრდის დაპირება, 1%-იანი, 4%-იანი, 4.5%-იანი ვარდნის პროგნოზები. საბოლოოდ ეკონომიკა ბევრად უფრო მეტით - 6.2%-ით შემცირდა, რასაც თან 115 000-ზე მეტი სამუშაო ადგილის დაკარგვა ძირითადად მცირე ბიზნესში და სოციალურ დაუცველთა რაოდენობის 100 000-ით გაზრდა ახლდა.  გარდა ამისა ბიუჯეტის დეფიციტი 8%-ს, სახელმწიფო ვალი კი მშპ-ის მიმართ 60%-ს გადასცდა.


ეკონომიკური ზრდის ტემპი კოვიდრეგულაციებთან პირდაპირ კავშირშია. 2020 წლის 21 მარტს, როდესაც საგანგებო მდგომარეობა ერთი თვის ვადით გამოცხადდა, ის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასა და კომენდანტის საათს არ გულისხმობდა, მაგრამ 10 დღეში ყველაფერი შეიცვალა და საშუალო სიმძიმის შეზღუდვები სრულ ლოკდაუნად გადაკეთდა. თავად საგანგებო მდგომარეობაც 22 აპრილის მაგივრად 23 მაისს დასრულდა. ზაფხულში, როცა ეპიდვითარება სტაბილური იყო, მეორე ლოკდაუნი მხოლოდ პირობითად განიხილებოდა. რეალობაში კომენდანტის საათი ხელახლა 9 ნოემბერს „წერტილოვან შეზღუდვებად“ წოდებული განმეორებითი ლოკდაუნი კი 28 ნოემბრიდან გამოცხადდა.  მეორე ლოკდაუნი 2021 წლის 16 იანვრიდან უნდა შერბილებულიყო და 1-ელ თებერვალს დასრულებულიყო. რეალობა ამჯერადაც საპირისპირო აღმოჩნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ 8 თებერვალს აღდგა, სავაჭრო მოლებმა შაბათ-კვირას მუშაობის უფლება მხოლოდ 13 მარტიდან მოიპოვეს, რესტორნები იგივე უფლებას დღემდე ელიან. კომენდანტის საათი აპრილშიც გრძელდება და არა თუ მოხსნა, დაპირების მიუხედავად გადაწევაც კი არ იგეგმება, რის გამოც ობიექტების უმრავლესობა რომლებიც პანდემიამდე 22:00 სთ-მდე ან 00:00 სთ-მდე მუშაობდნენ ახლა 19:00 ან 20:00 საათზე იკეტებიან.


ვაქცინაცია თებერვალში უნდა დაწყებულიყო და 15 მარტამდე გადაიწია. ისედაც მაღალი სკეპტიკური განწყობები ახლაგზარდა ექთნის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ მეტად გაამძაფრა. ეპიდემიოლოგები დღიურად 3000 ადამიანის აცრას აპირებდნენ, 31 მარტის მდგომარეობით დაგეგმილი 50 000 ადამიანის ნაცვლად აცრილია მხოლოდ 6757 პირი, ანუ პროგნოზირებულზე 86%-ით ნაკლები. ბოლო პერიოდში მცირედით გაზრდილია დადებითობის როგორც პროცენტული, ასევე აბსოლუტური მაჩვენებელი, რის გამოც ეპიდემიოლოგები მესამე ჩაკეტვის შესაძლებლობებზე ალაპარაკდნენ.


ოპტომისტური პრგონნოზებითაც კი რაც 4%-იან ზრდას გულისხმობს, წელს 2019 წლის დონესთან მიახლოვება შეუძლებელია, პესიმისტური, მაგრამ მზარდი ინფლაციის პირობებში, უფრო რეალური 1-2 პროცენტიანი ზრდის პირობებში 2019 წლის დონესთან დაწევა 2022 წელსაც კი შეუძლებელი ხდება.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up