2020 წელს ყოველი შემცირებული 100 ადამიანიდან 94 მცირე ბიზნესში იყო დასაქმებული

2020 წელს ყოველი შემცირებული 100 ადამიანიდან 94 მცირე ბიზნესში იყო დასაქმებული

access_time2021-03-29 11:00:58

საქართველოში საწარმოთა ბრუნვის მოცულობა 2020 წელს ლარში დათვლით უმნიშვნელოდ 0.5%-ით 109.6 მლრდ-მდე გაიზარდა, დოლარში - კი 11.8%-ით $33.5 მლრდ-მდე შემცირდა. პანდემიამ ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ბიზნესი დააზარალა. მცირე ზომის საწარმოებში პრაქტიკულად ყოველი მესამე ადამიანი უმუშევარი დარჩა.


საქსტატი მონაცემებს 1999 წლიდან აღრიცხავს. ამ პერიოდის განმავლობაში ეროვნულ ვალუტაში დაანგარიშებით ყველაზე დაბალი 3.3%-იანი ზრდა 2009 წელს დაფიქსირდა. სხვა შემთხვევებში ზრდა როგორც წესი ორნიშნაა ხოლმე. 2018 წელს +21%, 2019 წელს +26%.


საწარმოთა ზომის მიხედვით 7.3%-ით მხოლოდ მსხვილი ბიზნესი გაიზარდა, საშუალო ბიზნესის ბრუნვა 10%-ით შემცირდა, ხოლო მცირე ბიზნესის - 6.3%-ით. თუ 2019 წელს მსხვილი ბიზნესის წილი 55.5% იყო, 2020 წელს 59.2%-მდე გაიზარდა.


14 სექტორიდან ზრდა ოფიციალურად მხოლოდ 4 მათგანში დაფიქსირდა: სოფლის მეურნეობა - 21%, მრეწველობა - 1.9%, განათლება - 6.2% და გართობის ინდუსტრია - 22%. გართობის ინდუსტრია აზარტულ თამაშებსაც გულისხმობს. მართალია თითქმის 10 თვე ტოტალიზატორები და კაზინოები დაკეტილი იყო, მაგრამ ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა ონლაინკაზინოების მიმართულებით.


გასულ წელს მშენებლობა 6.7%-ით შემცირდა, საცალო ვაჭრობა - 5.3%-ით, ტრანსპორტირება და დასაწყობება - 9.1%-ით, განთავსების საშუალებები (სასტუმროები) - 41%-ით, ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1.6%-ით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 16%-ით, პროფესიული და სამეცნიერო ტექნიკური საქმიანიობები - 15%-ით, ადმინისტრაციული მომსახურება- 49%-ით, ჯანდაცვა - 1.4%-ითდა სხვა მომსახურება 19%-ით.


ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენიობა ერთ წელიწადში რეკორდულად 115 000 ადამიანით - 642 000 ადამიანმდე შემცირდა, რაც 15.2%-იან ვარდნას ნიშნავს. ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი კონტიგენტის - 63% გართობის ინდუსტრიაში დაიკარგა. 46%-იანი ვარდნა ფიქსირდება სასტუმროების მიმართულებით. ერთადერთი სფერო სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 3.3%-ით გაიზარდა განათლებაა.



საწარმოთა ზომის მიხედვით ყველაზე მეტად მცირე ბიზნესები დაზარალდენენ, მათ თანამშრომელთა 32%-ის შემცირება მოუწიათ. რაოდენობრივად დანაკარგი 108 000-ს აღემატება. ყოველი შემცირებული 100 ადამიანიდან 94 მცირე ბიზნესში იყო დასაქმებული. საშუალო ბიზნესში შტატები 4.2%-ით შემცირდა, მსხვილ ბიზნესში - 0.2%-ით.


2019 წელს მსხვილი ბიზნესის წილი დასაქმებაში 35%-ს შეადგენდა, 2020 წელს 41% გახდა, მცირე ბიზნესის წილი კი 45%-დან 36%-მდე შემცირდა.


საქსტატის განსაზღვრებით მცირე ზომის საწარმოს განეკუთვნება ბიზნესსუბიექტი, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 50 კაცზე ნაკლებია, წლიური ბრუნვა კი 12 მლნ ლარზე ნაკლები. საშუალო ზომისად ითვლება საწარმო სადაც დასაქმებულთა რაოდეობა 50-დან 250-მდე მერყეობს, წლიური ბრუნვა - 12 და 60 მლნ ლრამდე, ხოლო მსხვილ ბიზნესად ისეთი საწარმო, რომელიც 250 კაცზე მეტს ასაქმებს და ბრუნვაც შესაბამისად 60 მლნ ლარს აღემატება.


რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი - 40 000 სამუშაო ადგილი თბილისში დაიკარგა, თუმცა იგივე რიცხვი პროცენტულად ყველაზე დაბალია და 8.7%-ს შეადგენს, მაშინ როცა კახეთში შიდა ქართლსა და იმერეთში კლება 20%-ს აღემატება, აჭარაში, მცხეთა-მტიანეთსა და სამეგრელოში 25%-ს, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში კი 35%-ს.


ორგანიზაციულ-სამარლებრივი ფორმების მიხედვით ყველაზე მეტი - 83 000 ადამიანი უმუშევარი შპს-ებში დარჩა, რაც 14%-იან კლებას ნიშნავს. 43%-იანი ვარდნის შემდეგ 28 600-მა ინდმეწარმემ საქმიანობა შეაჩერა. სააქციო საზოგადოებებში ბევრად უფრო ნაკლები - 3.4%-იანი კლება ფიქსირდება. ასეთი გადანაწილება პირდაპირ კავშირშია მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემებთან.


მცირე და საშუალო ბიზნესი ჯამში ადამიანთა 59%-ს ასაქმებს, მაგრამ მათი წილი ბრუნვაში მხოლოდ 41%-ს შეადგენს. გასათვალისწინებელია, ისიც, რომ ქართულ რეალობაში ბინესი, რომლის წლიური ბრუნვაც 12 მლნ ლარს აღწევს, „მცირე ბიზნესად“ ნაკლებად აღიქმება, ანუ მათი რეალური წილი კიდევ უფრო მცირეა.


მართალია მსხვილი ბიზნესი ასაქმებს ათასობით ადამიანს, ქვეყანაში შემოაქვს რამდენიმე ათეული ან ასეული მლნ-ის ინვესტიცია, ნერგავს ტექნოლოგიებს, შეუძლია კრიზისების უფრო მარტივად გადატანა... მაგრამ მცირე ბიზნესის სიმრავლე ნიშნავს ბევრ მეწარმესა და ბევრ მესაკუთრეს, მათი სიმცირე კი პირიქით - ნაკლებ მეწარმეს.


მცირე ბიზნესის უმთავრეს პრობლემად ფინანსებზე ხელმიუწვდომლობა სახელდება ხოლმე, მცირე საწარმოების მიმართ ბანკები კრედიტების გაცემაში მეტ სიფრთხილეს იჩენენ. პრობლემას წარმოადგენს აგრეთვე კვალიფიციური კადრების ნაკლებობა როგორც მენეჯმენტის, აგრეთვე ტექნიკური კუხთხით და ბაზარზე დაბალი ცნობადობა, რაც თავის მხრივ დიდ კომპანიებთან კონკურენციას კიდევ უფრო ართულებს.


მცირე და საშუალო ბიზნესი ამარტივებს საშუალო ფენის წარმოქმნასაც, რაც სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up