დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2022-01-13 21:00:01

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. ქსელური მარკეტების ნაწილმა საახალწლოდ საკვებად უვარგისი პროდუქტები გაყიდა

ქსელურ მარკეტებში სურსათის ხარისხი მომხმარებლისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა. საახალწლოდ დარღვევების დიდი ნაწილი ტკბილეულს, რძის ნაწარმს  და ხორცპროდუეტქებს ეხებოდა, რაზეც მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ.

 

 

2. რატომ ირჩევენ დამსვენებლები საქართველოში ბრენდულ და არა საოჯახო სასტუმროებს

მიმდინარე ზამთრის საკურორტო სეზონზე ბრენდული სასტუმროები სრული დატვირთვით მუშაობენ, ხოლო შედარებით პატარა ან საოჯახო ტიპის სასტუმროები მომხმარებელთა ნაკლებობას უჩივიან.

 

 

3. კლუბები პანდემიასთან ბრძოლის ახალ და სამართლიან გეგმამდე გააგრძელებენ მუშაობას

თბილისის საკლუბო სცენის წარმომადგენლები საერთო განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და მედიის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადება იმის შესახებ, რომ თბილისის კლუბები შემდეგი ორი კვირის განმავლობაში დაიხურება, ხოლო ამის სანაცვლოდ დაზარალებული სივრცეები კომპენსაციას მიიღებენ, არ შეესაბამება სიმართლეს.

 

 

4. ბანკები ყველაზე მაღალპროცენტიან სესხს ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორზე გასცემენ


კომერციული ბანკების მიერ 2021 წელს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი საქმიანობის სახეების მიხედვით 8.88%-დან 13.87%-მდე მერყეობდა.

 

 

5. სებ-ის სავალუტო რეზერვების ნაწილი გაურკვეველ უცხოურ ორგანიზაციებშია დაბანდებული - ეკონომისტი ლია ელიავა

საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის ბოლოს ქვეყანა 4.3 მილიარდი დოლარის სარეზერვო აქტივებს ფლობდა, საიდანაც 3.78 მლრდ უცხოური ვალუტის რეზერვებია, მათ შორის, 2.5 მლრდ ფასიან ქაღალდებში დევს, 486.6 მლნ კი სესხების სპეციალური უფლებები იგივე SDR -ებია.

 

 

6. ბენზინის იმპორტში რეგულარის წილი 60%-ს აჭარბებს

2021 წელს საქართველოში ბენზინის იმპორტი 2020 წელთან შედარებით 8.7%-ით 587 ათას ტონამდე გაიზარდა, დიზელის 0.7%-ით 562 ათას ტონამდე შემცირდა, მთლიანად საწვავის იმპორტი კი 3.9%-ით 1.149 მლნ ტონამდე გაიზარდა.

 

 

7. მაგთიკომი გაფიცულ თანამშრომლებთან მიმართებით სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს

მაგთიკომის თანამშრომლები, კონკრეტულად ინჟინერ-ტექნიკოსები ხელფასის ზრდას ითხოვენ და მუშაობაზე უარს აცხადებენ.

 

 

8. მეტეხის ხიდის რეაბილიტაციის ტენდერი ჩაიშალა

მეტეხის ხიდის რეაბილიტაციისთვის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. 1 650 168 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა არ შედგა.

 

 

9. ლაშა პაპაშვილი: ამ ეტაპზე სასტუმრო HILTON-ის ხარჯები შემოსავალს აღემატება

თბილისში, Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმრო პანდემიის მიუხედავად მუშაობს, თუმცა, შექმნილ სიტუაციაში ხარჯები შემოსავალს აღემატება.

 

 

10. სასტუმრო QUADRUM: „ომიკრონმა“ გუდაური ფაქტობრივად დაცალა

სასტუმრო Quadrum გუდაურში ზამთრის სეზონის მიმდინარეობაზე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დამძიმდა და „ომიკრონის“ შტამი გააქტიურდა, გუდაური ფაქტობრივად დაიცალა.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up