სებ-ის სავალუტო რეზერვების ნაწილი გაურკვეველ უცხოურ ორგანიზაციებშია დაბანდებული - ეკონომისტი ლია ელიავა

სებ-ის სავალუტო რეზერვების ნაწილი გაურკვეველ უცხოურ ორგანიზაციებშია დაბანდებული - ეკონომისტი ლია ელიავა

access_time2022-01-13 12:00:13

საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის ბოლოს ქვეყანა 4.3 მილიარდი დოლარის სარეზერვო აქტივებს ფლობდა, საიდანაც 3.78 მლრდ უცხოური ვალუტის რეზერვებია, მათ შორის, 2.5 მლრდ ფასიან ქაღალდებში დევს, 486.6 მლნ კი სესხების სპეციალური უფლებები იგივე SDR -ებია. რეზერვები წლიურად 9.2%-ით გაიზარდა, ხოლო დეკემბერში წინა თვესთან შედარებით რეზერვებმა 8.7%-ით მოიმატა (+343.7 მლნ აშშ დოლარი). ისტორიულ მაქსიმუმს რეზერვებმა ბოლოს 2021 წლის მაისში მიაღწია – 4.153,5 მლნ დოლარი.



გასულ წელს ეროვნული ბანკი აქტიური იყო სავალუტო აუქციონებზეც. წლის განმალობაში სებ-მა ბაზარს 332.9 მლნ დოლარი მიაწოდა. ბოლო ინტერვენცია სექტემბრის ბოლოს განხორციელდა. 2020 წელს სავალუტო აუქციონების გზით სებ-მა $873 მილიონზე მეტი გაყიდა. სულ პანდემიის დაწყებიდან ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციებმა 1.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.



აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წლების ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის ძირითადი ნაწილის დაფინანსება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მობილიზებული დამატებითი ფინანსური რესურსებით ხდება, რაც საერთაშორისო რეზერვების ზრდასაც გულისხმობს.



2021 წლის ნოემბერში, როდესაც რეზერვების კლება დაფიქსირდა, თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია აღნიშნავდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლარზე მოთხოვნა გაზრდილია, წმინდა სავალუტო შემოდინებების შეფასება ძლიერია და სებ-ს სავალუტო ბაზარზე ვალუტა არ გაუყიდია, ეროვნული ბანკის რეზერვები მაინც შემცირდა. ეს, სავარაუდოდ, მთავრობისა და სახელმწიფო კომპანიების მიერ ვალუტის კონვერტაციებს უკავშირდება.




თუმცა დეკემბრის თვეში ვითარება შეიცვალა და სავალუტო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. Galt & Taggart-ში გასული წლის ბოლოს რეზერვების ასეთ ცვლილებას მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, და/ან აქტივების გადაფასებას უკავშირებენ.



ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე კი თავის მხრივ რეზერვების ასეთ ზრდას, სებ-ის დიდ ძალისხმევას უკავშირებს.



„მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ გასულ წლებში რეზერვების დაგროვებაზე მიმართული ძალისხმევა. ყოველივე ეს ეროვნულ ბანკს, საჭიროების მიხედვით, სავალუტო ინტერვენციების განხორციელების და ამ გზით გაცვლით კურსსა და ინფლაციაზე ბიუჯეტის მაღალი დეფიციტიდან მომდინარე პოტენციური წნეხის ნაწილობრივ შერბილების საშუალებას აძლევს“, - აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.



ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ლია ელიავა „კომარსანტთან“ ამბობს, რომ რეზერვების ზრდა ფაქტობრივად სამთავრობო ვალის ზრდის ხარჯზე ხდება და მისი დაბანდება ძირითადად საზღვარგარეთ ხდება.



„თვითონ ეროვნული ბანკი აძლევს მაგალითს როგორც ბიზნესს ასევე მოსახლეობას, რომ თავიანთი სახსრები დოლარში შეინახონ და საზღვარგარეთ გაიტანონ, რადგან სებ-ის მიერ დაგროვილი სავალუტო რეზერვების 80% ქვეყნის გარეთაა გატანილი და სხვადასხვა გარკვეულ თუ გაურკვეველ ორგანიზაციებშია დაბანდებული, შესაბამისად თვითონ არ ენდობა საქართველოს ეკონომიკას და ფულს არ ანთავსებს ქართულ კომერციულ ბანკებში. საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დიდი წილი, რომელსაც განკარგავს ეროვნული ბანკი, განთავსებულია როგორც საერთასორისო სახელმწიფო ფონდებში, ასევე ზოგიერთ ისეთი კერძო კომპანიების ფასიან ქაღალდებში, რომელთა წარმომავლობის შესახებ საქართველოში თითქმის არავინ არაფერი იცის. ეს განთავსებები და ქვეყნიდან გატანა, დაბალშემოსავლიანია. თუ ჩვენ ეროვნულ ლარს დასჭირდა სავალუტო მხარდაჭერა ინვესტიციების სახით და ჩვენს სებ-ს ამოეწურა უცხოური ვალუტა, ეროვნული ბანკი ვერ ამოიღებს უცხოეთში გატანილ თანხებს, ამით ის აზარალებს ქართულ ეკონომიკას.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეზერვების რაოდენობა სამთავრობო ვალის ხარჯზე გაიზარდა, რომელსაც შემდეგ ექსკლუზიურად ეროვნული ბანკი განკარგავს და ქართულ ეკონომიკაში ანუ ქართულ ბანკებში დაბანდების ნაცვლად უცხოეთში გააქვს“, - აღნიშნავს ლია ელიავა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up