ბენზინის იმპორტში რეგულარის წილი 60%-ს აჭარბებს

ბენზინის იმპორტში რეგულარის წილი 60%-ს აჭარბებს

access_time2022-01-13 14:00:23

2021 წელს საქართველოში ბენზინის იმპორტი 2020 წელთან შედარებით 8.7%-ით 587 ათას ტონამდე გაიზარდა, დიზელის 0.7%-ით 562 ათას ტონამდე შემცირდა, მთლიანად საწვავის იმპორტი კი 3.9%-ით 1.149 მლნ ტონამდე გაიზარდა. ბენზინის იმპორტში რეგულარმა 64%-იანი წილი დაიკავა, პრემიუმმა 34%-იანი, ხოლო სუპერმა 2%-იანი. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

 


ორივე სახეობის საწვავის ჯამურ იმპორტში 245 ათასი ტონით თურქმენეთი პირველ ადგილს იკავებს, 221 ათასი ტონით მეორე ადგილზე რუსეთია, 216 ათასი ტონით აზერბაიჯანი მესამე ადგილს იკავებს, 205 ათასი ტონით რუმინეთი მეოთხე ადგილზეა, ხუთეულს 168 ათასი ტონით ბულგარეთი ასრულებს. ამ ქვეყნების გარდა, საბერძნეთიდან, იტალიიდან, თურქეთიდან და ყაზახეთიდან ჯამში 100-ტონამდე საწვავი შემოვიდა.

 


საქართველოში უმნიშვნელოდ 1%-ით საწვავის იმპორტი 2020 წელსაც გაიზარდა, რაც უფრო იაფი ნავთობის პირობებში მარაგების შექმნით იყო გამოწვეული, ვიდრე მოხმარების ზრდით.

 



კოვიდრეგულაციები  2020-ის მსგავსად 2021-შიც გაგრძელდა. 17 მაისამდე კომენდანტის საათი 21:00 სთ-დან იწყებოდა, 17 მაისიდან 1-ელ ივლისამდე კი 23:00 სთ-დან, რამაც საწვავის მოხმარების ზრდის ტემპის ბუნებრივად შეამცირა, ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ტურიზმი, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 30%-ით აღდგა, თუმცა 2020-ისგან განსხვავებით, როცა მოძრაობა აკრძალული იყო, ქუჩები აღარ დაცარიელებულა.

 


ისევე როგორც მსოფლიოში, ელექტრომობილების რაოდენობა საქართველოშიც იზრდება, მაგრამ ბევრად უფრო დაბალი ტემპით. 2021 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში სულ ჯამური ავტოპარკის 0.18% - 2187 ელექტრომობილი იყო რეგისტრირებული, რაც საწვავის მოხმარების კლებაზე გავლენის მოსახდენად აბსოლუტურად არასაკმარისია.

 


საქართველო მცირე ოდენობით 30-50 ათას ტონა ნავთობს თავადაც მოიპოვებს, მაგრამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის არარსებობის გამო ნედლეული ექსპორტზე გააქვს, ნავთობპროდუქტების 100% კი იმპორტის გზით შემოაქვს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up