დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

access_time2021-04-01 21:30:09

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:


1. ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილი, ხოლო იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე რატი ბრეგაძე დაინიშნა

ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილი დაინიშნა. ახალი ფინანსთა მინისტრი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. ლაშა ხუციშვილი ამ დრომდე ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

 

2. „ვისურვებდი, რომ ახალ ფინანსთა მინისტრს გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი ჰქონდეს“

ბოლო 2 თვის განმავლობაში მეორე მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა ბიზნესმენთა ნაწილისთვის სიახლე არ ყოფილა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ყოფილ მინისტრს ბიზნესთან თანამშრომლობის კარგი ფორმები ჰქონდა და ისურვებდა, რომ ახალ მინისტრს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი შესწევდეს. 

 

3. „საქართველო ბუნებრივი ჰაბია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პანდემიის მიუხედავად გაიზრდება„ - თურქეთის ელჩი

ინვესტორის კერძო ბიზნესი ქველმოქმეება არ არის,  ისინი ჩამოდიან რომ გამოიმუშავონ ფული. ამასობაში, ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ქართველი ხალხიც მიიღებს სარგებელს დასაქმების კუთხით, პარტნიორობით, მცირე ბიზნესი განვითარდება - მე ასე ვხედავ საინვესტიციო გარემოს საქართველოში,“ - ამის შესახებ საინვესტიციო გარემოზე „კომერსანტის“ კითხვის პასუხად თურქეთის ელჩმა ფატმა იაზგანმა ისაუბრა.

 

4. ემოციური პანიკა - იმპორტიორებმა არ იციან პროდუქციას რამდენით გააძვირებენ

„ხვალ პროდუქტი რა ფასად უნდა გავყიდოთ პროგნოზს ვერ ვაკეთებთ. ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვანი გაუფასურების გამო ჰიგიენური ქაღალდი აუცილებლად გაძვირდება“,- ამის შესახებ „კომერსანტს“ შპს „ჯი ემ ბილდინგის“ გენერალურმა დირექტორმა თემურ მინდორაშვილმა განუცხადა

 


5. რუსეთის ღვინის ბაზრის ანტირეიტინგში დუგლაძეების 4 ღვინო მოხვდა

რუსეთში საქართველოში წარმოებული ღვინოები დაიწუნეს. არაკომერციული ორგანიზაციის Роскачества-ს ექსპერტების მიერ შედგენილ ანტირეიტინგში, სადაც 15 დასახელების ღვინო მოხვდა, 6 საქართველოში წარმოებულია. (5 საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ერთი - დე ფაქტო აფხაზეთში). ანტირეიტინგში მოხვდნენ დუგლაძეების ღვინის კომპანიის მიერ წარმოებული - ქინძმარაული, წინანდალი და საფერავი, აგრეთვე, „ქინძმარაული-მუზარადი“ და „ქინძმარაული-ბეთანელი“.

 

6. „დაუსაბუთებელი და მიკერძოებული„ - ზაზა დუგლაძე რუსეთში მისი კომპანიის ღვინის დაწუნებაზე

დაუსაბუთებელი და მიკერძოებული - ასე შეაფასა ,,დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ აქციონერმა და მმართველი პარტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაზა დუგლაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ რუსეთში მათი კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის სახეობებზე ნეგატიური შეფასება.

 

 

7. ხორცი, რძის პროდუქტი, თევზი ყველაფერი გაძვირდა - შევეცდებით მენიუზე ფასი მინიმალურად გავზარდოთ

„სესხები უცხოურ ვალუტაში, პროდუქტი გაძვირებული, მოსახლეობა გაღარიბებული, ღარიბაშვილი პრემიერად - მოკლედ, რომ ვთქვათ ძალიან ცუდ დღეში ვართ“, - ამის შესახებ „კომერსანტს“„შავი ლომის“ დამფუძნებელმა მერიკო გუბელაძემ განუცხადა.

 

 

8. ``ახლა თავიდან  ვიწყებთ  სიარულს, როგორც  კატასტროფის  მერე`` - ერთწლიანი პაუზის შემდეგ თეატრები იხნება

„კომენდანტის საათის პირობებში თეატრის მუშაობა ვერანაირად ვერ წარმოგვიდგენია, ამიტომ ჩვენ სპექტაკლები შაბათ-კვირას დავნიშნეთ, როდესაც თეორიულად შესაძლებელია, რომ ადამიანი თეატრში 5 საათზე მივიდეს.“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ ისაუბრა.

 

 

9. აფხაზეთში კრიპტოვალუტების მოპოვების აკრძალვა 1 წლით გახანგძლივდა

აფხაზეთში 1 ივნისამდე მხოლოდ 2 თვე დარჩა - აფხაზეთის მთავრობის მიერ კრიპტოვალუტების მაინინგის აკრძალვა სწორედ ამ დღეს უნდა დასრულებულიყო. აფხაზურ საზოგადოებაში ამ დღეებში აქტიური დისკუსია გაჩაღდა - რა იქნება სწორი აკრძალვის ვადის გასვლის შემდეგ - გაგრძელება თუ მაინინგის ნებართვის აღდგენა? იმ დროისთვის მეტეოროლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ენერგომოხმარება შემცირდება, შესაბამისად, კრიპტოვალუტის მოპოვებაც დიდი პრობლემა არ იქნება.

 

 

10. Forbes: ჯო ბაიდენმა აშშ-ს ინფრასტრუქტურის განახლების გეგმა წარადგინა  

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის მეორე მსხვილი ინიციატივა წარადგინა - ეკონომიკის განვითარების და ინფრასტრუქტურის განახლების გეგმა, რომლისთვისაც 2 ტრლნ. დოლარზე მეტი გამოიყოფა. „1960-ანი წლების შემდეგ ყველაზე მასშტაბური გეგმა“ ინფრასტრუქტურის განახლებას, მრეწველობის გამოცოცხლებას, მეცნიერებაში ინვესტიციების ზრდას და სოციალური პროგრამების  დაფინანსებას გულისხმობს.


თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up