„საქართველოში ინვესტორი მოდის თავის პარტნიორებთან ერთად, რადგან მათ სჯერათ რომ ნაკლები თავის ტკივილი ექნებათ, ფიქრობენ რომ სასურველები არიან და რომ მიიღებენ მოგებას. ინვესტორის კერძო ბიზნესი ქველმოქმეება არ არის, ისინი ჩამოდიან რომ გამოიმუშავონ ფული. ამასობაში, ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ქართველი ხალხიც მიიღებს სარგებელს დასაქმების კუთხით, პარტნიორობით, მცირე ბიზნესი განვითარდება - მე ასე ვხედავ საინვესტიციო გარემოს საქართველოში,“ - ამის შესახებ საინვესტიციო გარემოზე „კომერსანტის“ კითხვის პასუხად თურქეთის ელჩმა ფატმა იაზგანმა ისაუბრა.
თურქეთის ელჩი განმარტავს, რომ ორივე მხარე ცდილობს უკეთესი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად და იმისთვის, რომ ბანკებმაც შეღავათიანი პირობებით მისცენ ბიზნესმენს საქმიანობის წამოწყების საშუალება.
„საქართველოში საინვესტიციო გარემო ჯერ კიდევ ვითარდება. ყველა ქვეყანაში ჩნდება სირთულეები, როცა საქმე საზოგადოების ინტერესს ეხება, ვგულისხმობ ნამახვანის ჰესის პროექტს. არიან სხვადასხვა ჯგუფები, ვინც განსხვავებულად ფიქრობენ ენერგეტიკული უსაფრთხოების თემაზე.
საქართველო ესაა ქვეყანა, რომელიც აკავშირებს ძალიან კომპლექსურ ეკონომიკებს, ის ბუნებრივი ჰაბია. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება და გაიზრდება პანდემიის მიუხედავად. მე არ შემიძლია სხვა ქვეყნის ინვესტორებზე ვისაუბრო- თურქი ინვესტორები ეძებენ შესაძლებლობებს საქართველოში პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველოს მხარე ეპატიჟება და ყველაფერს აკეთებს ამისთვის და მეორეც, ჩემი მთავრობა და მე მათ მხარს ვუჭერთ აქ, როგორც ინვესტიციების შესახებ ორმხრივი შეთანხმების ფარგლებშია გათვალისწინებული. ჩვენ ასე გავაგრძელებთ, გვინდა რომ ბანკებმა უკეთესი სასესხო პირობებიც შესთავაზონ ახალი ბიზნესის დასაწყებად. გვინდა რომ ბიზნემენებმა ბიზნესის განვითარებაზე დაიწყონ ფიქრი. გვჭირდება მეტი მზა პროექტი, ეს ძალიან კარგი იქნება. საქართველომ ბევრს მიაღწია ბიზნესის განვითარებაში, ასევე მოიქცა თურქეთიც და ერთობლივად მეტს გავაკეთებთ,“- განმარტავს თურქეთის ელჩი.