დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:
1. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ ორი ცვლილებაა: თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კი ირაკლი ქარსელაძე იქნება.
2. ღარიბაშვილის ეკონომიკური ხედვა
ქართულმა ოცნებამ პრმიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა, რომელიც 2013-2015 წლებში ერთხელ უკვე იკავებდა პრემიერის პოსტს. ღარიბაშვილის პრემიერობის ორწლიან პერიოდში შემუშავდა „სტრატეგია 2020.“ დოკუმენტი 2020 წლისთვის მისაღწევ მიზნებს ისახავდა და მათ მისაღწევად საჭირო გზებს აჩვენებდა. მიზნების დიდი ნაწილი ვერ შესრულდა.
3. „წავიდა პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ბიზნესის ესმოდა“
„ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომა უფრო მძაფრ პოლიტიკურ კრიზისში არ უნდა გადაიზარდოს, რადგან ეს საინვესტიციო გარემოს და ბიზნესის საქმიანობას დააზიანებს.
4. „ქართულმა ოცნებამ“ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო
„ქართულმა ოცნებამ“ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო“ - ასე აფასებს აკადემიკოსი ლადო პაპავა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელებას. ეკონომიკის ყოფილ მინისტრის შეფასებით, 2014 წელს ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს მთავრობას ჰქონდა კარგი დოკუმენტი მიღებული, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს.
5.ღარიბაშვილის გაპრემიერების შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი პრობლემური ხდება - “სამოქალაქო იდეის” მიმართვა პრემიერობის კანდიდატსა და პარლამენტს
„რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს ღარიბაშვილი კომპანია CEFC-სთან დაკავშირებით, რომელიც რუსულ-ჩინური ინტერესების გამტარებელია“ - ამ თემასთან დაკავშირებით ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა”, რომლის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელია, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს, საზოგადოებას და თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მიმართავს.
6 .ეს მოთხოვნა ჩვენთვის ჯერ ფუფუნებაა - ნავთობკომპანიებს საწვავის მარაგების შექმნა დაევალებათ
კომპანიებს შესაძლოა, ნავთობპროდუქტების მარაგების შექმნა დაევალოს. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ქვეყანას ევროდირექტივა ავალდებულებს. საკითხთან დაკავშირებით კერძო სექტორთან კონსულტაციები დაწყებულია.
კომპანია „ვისოლის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, სტრატეგიული მარაგების შექმნა საწვავის ფასზე აისახება.
7. აშშ-ში ექსპორტი 800%-ით გაიზარდა
საქართველოს საგარეო ვაჭრობა ინვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.5%-ით შემცირდა. მათ შორის ექსპორტი 16.2%-ით და იმპორტი 16.6%-ით. გასული წლის #1 საექსპორტო პარტნიორთან - ჩინეთთან 40%-იანი ვარდნა ფიქსირდება, რის გამოც მან მე-3 ადგილზე გადაინაცვალა, სამაგრიროდ 800%-ით გაიზარდა აშშ-ში გატანილი პროდუქციის ღირებულება
8.როდის აღდგება საქართველო-ისრაელს შორის რეგულარული ფრენები
როგორც რან გიდორი AviaNews-თან აცხადებს, პირდაპირი რეისების აღდგენასთან დაკავშირებით წინაღობები აღარ არსებობს. ელჩის თქმით, საქართველოზე, როგორც ტურისტულ მიმართულებაზე ისრაელის მოქალაქეებს შორის დიდი მოთხოვნაა.
9. East-fruitt: საქართველოში ზეთისხილის მოსავალი 2,5-ჯერ გაიზარდა
2020 წელს ზეთისხილის მოსავლის 2,5-ჯერ გაზრდა კარგ ამინდთანაა დაკავშირებული - მიიჩნევს კომპანია „ქართული ზეთისხილი“-ს დამფუძნებელი გიორგი სვანიძე.
„2020 წელს ზეთისხისთვის ძალიან კარგი ამინდი იყო, ამიტომაც მოსავალი დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზარდა. დღეისთვის ზუსტი ციფრი არ გვაქვს, საბოლოო მონაცემები მარტში გვექნება“ - განაცხადა მან.
10.აფხაზეთში კვლავ ენერგოკრიზისია
მაინინგის აკრძალვის მიუხედავად, კრიპტოვალუტების მოპოვება ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგოკრიზისის მთავარ გამომწვევ მიზეზად მაინც რჩება.
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ თებერვალში, რუსეთიდან მიღებული ელექტროენერგიის მოცულობიდან გამომდინარე, მოხმარება დღე-ღამეში 8,3 მლნ. კვტ. საათს არ უნდა აღემატებოდეს.