ნულოვანი ბრუნვა და წინააღმდეგობრივი მარეგულირებელი აქტები - რატომ ვერ ვითარდება კაპიტალის ბაზარი

ნულოვანი ბრუნვა და წინააღმდეგობრივი მარეგულირებელი აქტები - რატომ ვერ ვითარდება კაპიტალის ბაზარი

access_time2021-07-12 11:00:59

საქართველოში საფონდო ბირჟა, რომელიც წლების წინ უმნიშვნელოდ მაინც ფუნქციონირებდა, დიდი ხანია უკვე რაც გაჩერდა. პოლიტიკოსები და ეკონომისტები პერიოდულად კაპიტალის ბაზრის ამოქმედებაზე იწყებენ ლაპარაკს, რაც, როგორც წესი, ლაპარაკადვე რჩება. ფასიანი ქაღალდებით დაინტერესება არც სავალდებულო საპენსიო დაზღვევას გაუჩენია და მთელი დანაზოგი ისევ ბანკების ხელში გადავიდა.


2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში სავალდებულო საპენსიო დაზღვევა ამოქმედდა, რომელშიც სავალდებულო წესით, 40 წლამდე ასაკის ყველა დაქირავებით დასაქმებული ჩაერთო, ხოლო 40 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითია. სქემაში დამატების უფლება თვითდასამქბულებსაც მიეცათ. გადაწყვეტილების მომხრეები იდეის მხარდასაჭერად ორ მთავარ არგუმენტს ასახელებდნენ. პირველი – თავად მომავალი პენსიონერის მოხუცებულობის ფინანსური უზრუნველყოფა იყო, ხოლო მეორე ე.წ. გრძელი ფულის გაჩენა და კაპიტალის ბაზრის ამუშავება.


საპენსიო რეფორმის დაწყებიდან 2.5 წლის შემდეგ გვაქვს რეალობა, რომლის დროსაც მთელი დანაზოგი ბანკებში დეპოზიტების სახითაა განთავსებული, ან შეძენილია სადეპოზიტო სერთიფიკატები. საპენსიო სააგენტოს ბოლო განახლებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც 2021 წლის 14 ივნისით თარიღდება, აქტივების ჯამური მოცულობ 1.510 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 166 მლნ ლარი საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელია. სქემაში კი სულ 1.159 მლნ პირია ჩართული.


2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური ბრუნვა 0 ლარს შეადგენდა.


ერთ-ერთი გავრცელებული მოსაზრების თანახმად, საქართველოში კაპიტალის ბაზარი იმიტომ არაა განვითარებული, რომ ღარიბ ქვეყანაა და ხალხს დანაზოგები არ გააჩნია. საქართველო მართლაც ღარიბია, მაგრამ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 37 მლრდ ლარს აღემატება, ანუ გაჭირვების მიუხედავად, მოსახლეობასაც და იურიდიულ პირებსაც დანაზოგები მაინც გააჩნიათ.



ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოში კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი მოქმედებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან მოწმენდილ ცაზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება.


საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი გიორგი ფარესაშვილი აცხადებდა, რომ მთავარ პრობლემას არალიკვიდორბა, კერძოდ: საკმარისი ოდენობის ინვესტორებისა და კომპანიების ნაკლებობა წარმოადგენდა.


ბაზარზე არსებულ ვითარების შესაფასებლად Commersant საპენსიო სააგენტოს ყოფილ დირექტორ ლევან სურგულაძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, ბანკების გვერდის ავლით რეალური ეკონომიკის დაფინანსების პერსპექტივა ნამდვილად არსებობდა, მაგრამ „ვიღაცამ კარგად ვერ იმუშავა“, რის შედეგადაც დანაზოგები ისევ ბანკებში განთავსდა და საბანკო სექტორს კაპიტალის მიწოდების ექსკლუზივი შეუნარჩუნდა.


კითხვაზე, თუ რატომ არ უშვებენ დიდი კომპანიები აქციებს დამოუკიდებლად, ლევან სურგულაძემ გვიპასუხა, რომ საწყის ეტაპზე ეს მხოლოდ ხარჯი იქნება მათი მხრიდან და მოქალაქეები სისტემის ინსტიტუციურ გამართვამდე, თუნდაც უფრო მაღალი სარგებლის მიღების მიზნით, ანაბრებიდან აქციებზე თანხებს არ გადაიტანენ.


ლევან სურგულაძემ საკანონმდებლო ბაზაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, ზოგადად დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის მიღება წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ თავად კანონში ბევრი ხარვეზია და ზოგ შემთხვევაში მუხლები ერთმანეთს ეწინააღმდეგება.


საპენსიო სააგენტოს ექს დირექტორის განცხადებით, თავისი წილი პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკსაც გააჩნია და მის მიერ გამოცემული მარეგულირებელი აქტები კანონთან შეუსაბამოა და ისი, რომ საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზრის განვითარებაში არ მონაწილეობს, ამაში წვლილი ეროვნულ ბანკსაც მიუძღვის.


ეროვნული ბანკისგან განსხვავებით, ლევან სურგულაძე კომერციული ბანკების პასუხისმგებლობას ვერ ხედავას და გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის თანამხადაც ბანკები კაპიტალის ბაზარს - როგორც დაფინანსების მიღების კონკურენტ საშუალებას ბლოკავენ, არ ეთანხმება. მისი განმარტებით, მართალია, გარკვეული კონკურენცია ნამდვილად არსებობს, მაგრამ საზღვარგარეთ ფუნქციები დანაწილებულია. მცირე და საშუალოსთან მიახლოებულ ბიზნესს, როგორც წესი, ბაკი აფინანსებს, საშუალოზე დიდსა და მსხვილ ბიზნესს კი კაპიტალის ბაზარი.


იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კაპიტალის ბაზარი ვერ ვითარდება და პერსპექტივის მიუხედავად ჯერ რაიმე ხელშესახები ნიშნებიც არ არსებობს, საბანკო სექტორი ზრდას განაგრძობს. მან უკვე თითქმის მთლიანად ჩაყლაპა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სხვა საკრედეიტო ორგანიზაციები. მისმა წილმა საფინანსო სერვისების ბაზარზე ივნისში 95%-ს გადააჭარბა. თავად ბანკებშიც მოგების 80%-ზე მეტი ორ დომონანტ ბანკზე ნაწილდება. პატარა ბანკებმა კი გამსხვილება დაიწყეს, რომლის ბოლო მაგალითიც ცოტა ხნის წინ კრედოს მიერ ფინკას შეძენა გახდა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up