საფინანსო ბაზარზე საბანკო სექტორის წილმა 95%-ს გადააჭარბა

საფინანსო ბაზარზე საბანკო სექტორის წილმა 95%-ს გადააჭარბა

access_time2021-07-08 14:00:08

საკრედიტო ორგანიზაციებზე რეგულირების წნეხის გაზრდის შემდეგ, არასაბანაკო სექტორის წილი 5%-ს ჩამოსცდა და ისედაც დომინანტმა ბანკებმა პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარეს.


ეროვნულმა ბანკმა საკრედიტო სფეროს რეგულირების გამკაცრება 2017 წლიდან დაიწყო. წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ჯერ 100%-მდე, შემდეგ კი 50%-მდე შემცირდა. არაუზრუნველყოფილ სესხზე შემოსავლების რაიმე ფორმით დადასტურება სავალდებულო გახდა. რეგულაციებს პირველი Vivus.ge და სხვა მსგავსი ტიპის ონლაინგამსესხებლები ემსხვერპლნენ, რომლებიც 50-დან 500 ლარამდე თანხას 15 წთ-ში იძლეოდნენ.


სები მხოლოდ საპროცენტო განაკვეთზე ჭერის დაწესებით არ დაკმაყოფილებულა. უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემა ჯერ 100 000 ლარამდე, შემდეგ კი 200 000 ლარამდე აიკძალა, რითაც მიკროსაფინანსოებს დოლარსა და ევროში დაკრედიტება პრაქტიკულად აეკრძალათ. ამასთან, ბანკებისთვის ე.წ. PTI კოეფიციენტი სავალდებულო გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პირს ხელზე ასაღები ხელფასი 1000 ლარი აქვს, მისი საკედიტო ტვირთი თვეში ჯამში 250 ლარზე მეტი არ უნდა იყოს. გამკაცრებულ რეგულაციებს ათეულობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დახურვა მოჰყვა.



2021 წლის 6 ივლისს სებმა მორიგი ბრძანება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომერციული ბანკები ვალდებულები გახდნენ, სების საკრედიტო რეესტრს ყოველი თვის 20 რიცხვამდე, არამხოლოდ თითოეულ მსესხებელსა და სეხზე, არამედ დაუარებულ საკრედიტო განაცხადების შესახებ მონაცემებიც მიაწოდოს.


მირკოსაფინანსოების გარდა, გამსხვილება პატარა ბანკებმაც დაიწყეს, რისი პირველი მაგალითიც კრედოს მიერ ფინკას შეძენა გახდა.


2020-2021 წლებში ლომბარდების ჯერიც დადგა, რომლებიც ანგარიშვალდებულები სების გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშეც აღმოჩნდნენ. მათ 2021 წლის 1-ელ აპრილამდე უწყებისთვის თითოეული კლიენტისა და მათ მიერ ჩაბარებული ნივთის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაევალათ. ცვლილებების მიზანს ამჯერად ნაქურდალი ნივთების გასაღების პრევენცია წარმოადგენდა.


რეგულაციების გაცხადებულ მიზნებს, როგორც წესი, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სანდოობის ზრდა წარმოადგენს, თუმცა ცვლილებემა ბოლო პერიოდში ბანკების ისედაც დიდი წილი კიდევ უფრო გაზრდა. ბოლო მონაცემებით, საფინანსო ბაზარზე ბანკების წილი 95.1%-ს შეადგენს, მიკროსაფინასოების - 2.5%-ს, ლომბარდების - 0.8%-ს, სადაზღვევო კომპანიების – 1.5%-ს და საბროკეროების – 0.15%-ს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up