ვადიმ ხატიაშვილი „რეგიონულ ჰოსპიტალში არსებული უახლესი თაობის აპარატურით  საქართველოში პირველები ვართ“

ვადიმ ხატიაშვილი „რეგიონულ ჰოსპიტალში არსებული უახლესი თაობის აპარატურით საქართველოში პირველები ვართ“

access_time2018-04-16 17:57:54

ვადიმ ხატიაშვილი - ექიმ გინეკოლოგ-ენდოსკოპისტი და მედიცინის აკადემიური დოქტორი.1991 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა, შემდეგ მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ინტერნატურა გაიარა. 1994-1996 წლებში სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, სადაც დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,საშვილოსნოს ამოკვეთა ენდოსკოპიური მეთოდით.



 „ეს იყო საშვილოსნოს ენდოსკოპიური მეთოდით ამოკვეთის საკითხზე პირველი დისერტაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში.  1996 წლიდან კათედრაზე ვიმუშავე 3 წლის განმავლობაში. შემდეგ თბილისში დავბრუნდი და სამედიცინო საქმიანობა საქართველოში გავაგრძელე დღეს რეგიონული ჰოსპიტალის ოპერაციული გინეკოლოგიის დეპარტამენტს ვხელმძღვანელობ. ვარ ექიმი გინეკოლოგ-ენდოსკოპისტი.“ - ვადიმ ხატიაშვილი.


–რატომ შეაჩერეთ არჩევანი რეგიონულ ჰოსპიტალზე და რით განსხვავდება ის სხვა კლინიკებისგან?


–  მედიცინაში და განსაკუთრებით ჩემს სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიები. რეგიონულმა ჰოსპიტალმა შეიძინა ბოლო თაობის აპარატურა.  ესაა ფირმა "KARL STORZ"-ის 3D–გამოსახულების დანადგარები, 3D– მონიტორები, 3D– კამერები. საშვილოსნოს შიდა ქირურგიისთვის უახლესი აპარატები გვაქვს, მაგალითად, ჰისტეროსკოპები, ჰისტერორეზექტოსკოპები, შეივერები, ტროფისკოპები. მსგავსი აპარატურა დღეს საქართველოში არავის არ აქვს და ჩვენ პირველები ვართ. აღნიშნული უახლესი ტექნიკით ჩვენ შეგვიძლია უფრო მაღალ დონეზე გავაკეთოთ ოპერაციები. თუმცა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთავარია ჩვენ როგორ ვიმუშავებთ. მთავარი მაინც ექიმია. ექიმის პროფესიონალიზმი და საქმის მიმართ მისი მიდგომა. ჩვენს კლინიკას გააჩნია ძლიერი დიაგნოსტიკური ბაზა, რადიოლოგია ჩვენთან მძლავრადაა განვითარებული, გვაქვს უახლესი თაობის ულტრაბგერის  კომპიუტერული და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის  აპარატები.

 

 

–როგორია თქვენი მიდგომა?



- მთავარი პაციენტია. ჩემს განყოფილებაში იქნება წესრიგი და პაციენტი უზრუნველყოფილი იქნება ყველანაირი მაღალხარისხიანი წამლით.


გარდა იმისა, რომ გვაქვს უახლესი ტექნიკა, რეგიონული ჰოსპიტალის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მხარე ისაა, რომ კლინიკა მრავალპროფილურია. ეს არის არსებითად მნიშვნელოვანი, რადგან მე ვაკეთებ ძალიან რთულ ოპერაციებს. მაგალითად, ღრმა ენდომეტრიოზის დროს ჩვენ ხშირად გვჭირდება უროლოგის და ქირურგის დახმარება. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ეს არის მრავალპროფილური კლინიკა და აქ არიან ქირურგიისა და უროლოგიის მაღალი დონის სპეციალისტები.


- რა სერვისებს სთავაზობს რეგიონული ჰოსპიტალის გინეკოლოგიური განყოფილება პაციენტებს?რა ტიპის ოპერაციებს აკეთებთ?


–პაციენტებს ყველანაირ გინეკოლოგიურ მომსახურებას ვთავაზობთ. აქ არის მაღალი დონის ამბულატორია და დიაგნოსტიკა,  სადაც პაციენტებს უტარდებათ გინეკოლოგიური კვლევები.  სრულდება ყველა სახის ქირურგიული ჩარევა ლაპარასკოპიული მეთოდით. ღია წესით კეთდება მხოლოდ ისეთი ოპერაციები, როცა სიმსივნის მოცულობა ძალიან დიდია.


–რა ასაკის პაციენტები მოგმართავენ ყველაზე ხშირად?


–პრემენოპაუზალური ასაკის. ესაა დაახლოებით 45-46 წლის ასაკის პაციენტები. ყველაზე დიდი რაოდენობით საშვილოსნოს მიომისა და ენდომეტრიოზის ოპერაციას ვაკეთებთ. ზოგადად,  საშვილოსნოს მიომა ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადებაა მსოფლიოში. ჩვენს მიერ ჩატარებული ოპერაციების დაახლოებით 30% ეს არის რეპროდუქციული მიმართულებით ოპერაციები.


–რა რეკომენდაციებს მისცემდით ქალბატობნებს?


–სკრინინგი და ექოსკოპია.  ეწყება თუ არა მენსტრუალური ფუნქცია ბავშვს (12-13 წლის ასაკიდან) წელიწადში ერთხელ მშობელმა უნდა ჩაუტაროს ულტრაბგერითი კვლევა და ზოგადად, ყველა ქალბატონმა გარკვეული პერიოდულობით უნდა მიმართოს სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგს. ყველა ასაკის ქალბატონისათვის ნაჩვენებია ყოველწლიურად ულტრაბგერითი გინეკოლოგიური კვლევის ჩატარება.


R




კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა

კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა
person access_time2018-04-24 19:14:00
  მედია-საშუალებებში დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა Microsoft-საქართველო და საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელი  კახა შარაბიძე არაუფლებამოსილი ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა,  „კომერსანტი“ დაუკავშირდა როგორც Microsoft-საქართველოს, ისე საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელს  კახა შარაბიძეს და მათ საპასუხო კომენტარის გაკეთება სთხოვა. შეგახსენებთ,...

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“
person access_time2018-04-02 09:00:00
  იმ  ფონზე, როცა ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურიზმის  სფეროს შესაბამისი განვითარება და პროფესიონალი გიდების მომზადება. ტურიზმზე.   ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და  გიდების მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად თხრობის ფაქტებზე ისაუბრა რადიო  „კომერსანტის“ გადაცემაში „მოითხოვე ქართული“   „იბერია ტურს პლუსის“ დამფუძნებელმა...

„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ“

„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ“
person access_time2018-04-24 20:00:00
„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავეებს გააქვთ“- ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს გამგეობის წევრმა, ექსპერტმა პაატა ცაგარეიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. „რუს და სომეხ მეწარმეებს ეს მარკეტინგული რგოლი კარგად აქვთ აწყობილი. რუსეთის გადამზიდავი ამ დაკვეთას სომეხ გადამზიდავს აძლევს, შემდეგ სომეხი გადამზიდავი ქირაობს საქართველოში მანქანას ან უფრო მეტიც, სომხეთის სატრანსპორტო საშუალება შემოდის საქართველოში, აქ იტვირთება...

კაზინო „ავიატორი“ ორ კვირაში გაიხსნება

კაზინო „ავიატორი“ ორ კვირაში გაიხსნება
person access_time2018-04-24 18:00:00
„კომერსანტისთვის“ ცნობილი ხდება, რომ დაახლოებით ორ კვირაში „გამომცემლობა სამშობლოს“ ყოფილ შენობაში Adjara Group-ი კაზინო „ავიატორს“ გახსნის. აღნიშნულს კომპანიაში უარყოფენ, ასევე არ ასახელებენ სასტუმრო „სტამბას“ გახსნის ზუსტ თარიღს.   როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას რამდენიმე თვის წინ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია აცხადებდა, სასტუმრო „სტამბას“ შენობაში კაზინო „ავიატორის“ განთავსება 800 კვადრატულ მეტრზე იგეგმებოდა და ის ბაზარზე არსებულისგან სრულიად...

გამყოფი ხაზების გასწვრივ მოვაჭრე პირებისთვის შეღავათები დაწესდება

გამყოფი ხაზების გასწვრივ მოვაჭრე პირებისთვის შეღავათები დაწესდება
person access_time2018-04-24 17:30:00
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი შესაძლებლობებისთვის კანონპროექტი მზადდება.  „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პირად ნომერს მიანიჭებს იმ პირებს, რომლებიც ლეგიტიმურად...


მსგავსი სიახლეები